მთავარისიახლეებისაზოგადოებადარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა- გარემოს დაცვის სპეციალისტები ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი...

დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა- გარემოს დაცვის სპეციალისტები ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის ემზადებიან.

Published on

დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა. ხეობაში ამ წუთებში ძლიერი ნისლია. გარემოს დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის ემზადებიან. სპეციალისტების განცხადებით, ღვარცოფის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს და მოძრაობა აღდგენილია.ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ამ წუთებშიც ადგილზე მუშაობენ, საფრთხე მყინვარიდან მასის მოწყვეტის, ოქტომბრის ბოლომდე არსებობს. მათივე თქმით, დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების წარმოქმნას ნალექის გამო დაგროვებული წყლის მასის წამოსვლა და მყინვარის დნობა იწვევს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების განცხადებით, სტიქიის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის.ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, უწყებას არსებული ვითარება უმაღლეს კონტროლზე ჰყავს აყვანილი.„თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის პროცესების გამწვავებას, ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნას, დროული შეტყობინების სისტემის საშუალებით, ისევე როგორც გუშინ მოხდა, გადაეცემა შესაბამის ინსტიტუციებს. აყვანილი არის უმაღლეს მონიტორინგზე, ვაკონტროლებთ აბსოლუტურად სიტუაციას. გუშინ შედარებით რბილად ჩაიარა სიტუაციამ, იმიტომ, რომ ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე 40 კმ საათში აღწევდა, რამაც ინფრასტრუქტურის დაზიანება არ გამოიწვია,“ – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...