მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრი ავად გამხდარა... მაგრამ ,,თენეფს მუთუნ ვეკლაათანს''

მინისტრი ავად გამხდარა… მაგრამ ,,თენეფს მუთუნ ვეკლაათანს”

Published on

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რომ, შსს-ს მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო,  სავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრმა არცთუ უსაფუძვლოდ ეს ინფორმაცია აღიქვა როგორ ნიადაგის მომზადება იმისათვის, რომ შსს-ს მინისტრმა რამდენიმე დღეში დატოვოს თანამდებობა ,,ჯამრთელობის მდგომარების გაურესების გამო '', თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ განიცდიდეს ,,იაღლიშს'', რომელიც სავსებით კანონზომიერად მოუვიდა მას და მთელ ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი მინისტრი ყავს.  
 
ყოველ შემთხვევაში მინისტრის გადაყენება თანამდებობიდან   ამ მოტივით,  ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალია ხელისუფლებისათვის, რომელიც თავისი ოდიოზურობის არაღიარების პოლიტიკას მისდევს. 
 
შეგახსენებთ, რუსმა  ,,პრანკერებმა“ (სატელეფონო ხულიგნები) ვოვანმა და ლექსუსმა  (ვლადიმირ კუზნეცოვი და ალექსეი სტალიაროვი), რომლებიც პოლიტიკოსების გამასხარავებით არიან ცნობილი, ,,კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვეს.
 
,,ჩვენ დავუკავშირდით მას, როცა ბათუმში  იმყოფებოდა და წარვუდექით, როგორც უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაქოვი –   ვაცნობეთ, რომ სააკაშვილი ჩამოდის უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ ის გადავცეთ თბილისს“ – აღნიშნავს სტალიაროვი.
,,მღებრიშვილმა საპასუხოდ განგვიცხადა: ,,ეს ადამიანი ჩვენ აქ რა ჩემს… გვინდა“. თუმცა მინისტრმა მოგვიანებით გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო პრემიერ კვირიკაშვილთან.
მან სთხოვა ჩვენთვის გადმოეცა: ,,თუ არის შესაძლებელი, ეს ავანტიურისტი აქეთ არ გამოაგზავნონ. იყოს ბომჟად!“ – იტყობინება სტალიაროვი.
 
ასეთი სკანდალის შემდეგ ნებისმიერ ქვეყანაში ,,ჯანმრთელობის გაუარესება'' პრემიერსაც  და მის კარიერასაც  დაეტყობოდა, მაგრამ, როგორც ამ შემთხვევაში  მეგრელი კაცი იტყოდა, ,, თენეფს მუთუნ ვეკლაათანს'' და არ არის გამორიცხული, მღებრიშვილმა, როგორც ჟურნალისტ ლაშა ბერულავას უყვარს ხოლმე თქმა – კვლავაც  ,,ჯანმრთელმა, უვნებელმა და საღმა''  განაგრძოს ჯდომა თავის სავარძელში.
 
ყოველ შემთხვევაში, მდინარაძე- ბესელია ტანდემში აცხადებენ, რომ ,,გამოძიება არ იქნება… რადგან სიტუაცია კომიკურია''   ანუ უნდა გავიცინოთ და ,,გავატაროთ.''

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...