მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილს ეშინია ჩემი საქართველოში ჩამოსვლის"- მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება

“ივანიშვილს ეშინია ჩემი საქართველოში ჩამოსვლის”- მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი პრანკერებისა და, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
"რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მინისტრმა "ავაქოვთან" საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ჩემს წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე ფაბრიკაციაა და მათ წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვთ.
ივანიშვილს ეშინია ჩემი საქართველოში ჩამოსვლის, რადგან ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და განდევნის მათ, როგორც კი მე თბილისში აღმოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით, მისი მოლდაველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან გასათავისუფლებლად," – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...