მთავარისიახლეებისაზოგადოებაCNN-ის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ნაცისტური მიმართვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

CNN-ის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ნაცისტური მიმართვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

Published on

ტელეკომპანია CNN-მა კომენტატორი ჯეფ ლორდი სამსახურიდან სოციალურ ქსელში ნაცისტური მისალმების გამო დაითხოვა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. კონსერნატიული აზროვნების მიმდევარი ჯეფი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ლიბერალური მიმართულების ჯგუფს ნაცისტური მიმართვის გამოყენებით მიესალმა„ნაცისტურ მიმართვას გამართლება არ აქვს, ჯეფი უკვე აღარ არის ჩვენი თანამშრომელი“, – განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა. თავად ჯეფი ამბობს, რომ მისი პოსტი არასწორად იქნა აღქმული და ის მხარს კი არ უჭერს ნაცისტებს, არამედ დასცინის მათ.გაზეთი წერს, რომ ჯეფ ლორდი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჟურნალისტია და ეთერში ყოველთვის ტრამპის პოზიციას იცავდა. კომენტატორმა მუშაობა CNN-ზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წარმოადგინა.

სიახლეები

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...