მთავარისიახლეებისაზოგადოება2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ შინდისის გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ.

2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ შინდისის გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ.

Published on

2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.არმია ნიქოზისკენ მიდიოდა, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა.II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრებული, რაც ქართველებმაც შეამჩნიეს და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს… ასეულის მეთაური მიხვდა, რომ ის ტანკები რუსული იყო , დროშა კი სატყუარა.ამ დროს კი ხარატინოვმა რადიოკავშირით შეატყობინეს, რომ რუსული დაჯგუფება შინდისთან ქართველების ჩასაფრებაში მოჰყვა და ითხოვდნენ დახმარებას. ხარატონოვი მეომრებთან ერთად შინდისისკენ გაემართა.შინდისში მისულ რუს სამხედროებს, ქართველმა ჯარისკაცებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს. ხარატინოვი იძულებული გახდა რადიოკავშირის საშუალებით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოეძახებინა.შეტაკება საათზე მეტხანს გაგრძელდა. მართალია, ამ დროის განმავლობაში რუსულმა შენაერთებმა დახმარება ორჯერ ითხოვეს, თუმცა რიცხობრივმა უპირატესობამ შედეგი გამოიღო.შინდისის უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..ამ ჯარისკაცებს დღეს ყველა შინდისის გმირებად იცნობს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...