მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისში აგებულ ჭაში, რომლიდანაც ქალაქს წყალი უნდა მიეწოდოს, მილების გაყვანა დაავიწყდათ

ქუთაისში აგებულ ჭაში, რომლიდანაც ქალაქს წყალი უნდა მიეწოდოს, მილების გაყვანა დაავიწყდათ

Published on

ქუთაისში, გორას დასახლებაში მოწყობილ, წყლის გამანაწილებელ ჭაში მილების გაყვანა დაავიწყდათ. ინფორმაციას ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ავრცელებს. 
წულაიას თქმით, მას მომხდარის შესახებ გორას დასახლებაში მაცხოვრებლებმა შეატყობინეს. თავად ფაქტი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ჭას წყლის წნევის გაზრდის მიზნით მიაკითხეს."გორას დასახლებაში, გაბაშვილის პარკთან ახლოს, კიკვიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე ააშენეს დიდი კაპიტალური ჭა. იმ ჭიდან უნდა მომხდარიყო წყლის განაწილება. ჭაში უნდა ყოფილიყო მილები, აღმრიცხველები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ჭიდან წყალი რეალურად არ გამოდიოდა, რადგან მილები არ იყო ჭაში და მილები ჭის გვერდით გადიოდა. არადა ეს არის სპეციალური ჭა, საიდანაც შეიძლება ქალაქს წყალი გადაუკეტო, წყლის წნევა გაზარდო. ეს არის დანაშაული. ახლა აღარ იციან პრობლემა როგორ მოაგვარონ. ახალი ჭა ააშენონ თუ უკვე აშენებულში მილების შეყვანის გზა მოძებნონ," – ამბობს გოგი წულაია.წყალმომარაგების კომპანიის შეცდომა თუ სამუშაეობის შემსრულებელი კომპანიის არაკვალიფიციურობა? ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge მომხდარის მიზეზების გარკვევას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შეეცადა. კომპანიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საკითხს არკვევენ. მოგვიანებით კი აღნიშნეს, რომ წყლის გამანაწილებელი ჭის მოწყობის სამუშაოები დასრულებული არ არის და გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობებია.
 
წყარო: topnews.ge

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...