მთავარისიახლეებისაზოგადოებალარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან - კილომეტრიან რიგებს მსხვერპლი მოჰყვა

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან – კილომეტრიან რიგებს მსხვერპლი მოჰყვა

Published on

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არსებულ კილომეტრიან რიგებს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ძლიერ სიცხეში რიგში დგომისას გარდაიცვალა. რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე დღეა, გართულებულია.მგზავრები ამბობენ, რომ რუსეთის მხარეს გამშვებ პუნქტთან დიდი საცობებია და საზღვრის გადმოსაკვეთად ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. გაცილებით დიდია სატვირთო ავტომობილების რიგი.შექმნილი ვითარების გამო, საზღვართან საქართველოს მხარეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები მორიგეობენ.ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან შეფერხებებს ადასტურებენ შემოსავლების სამსახურშიც და განმარტავენ, რომ საქართველოს მხრიდან ყაზბეგის გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს.სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა კონკრეტულ უწყებებს ვითარებაში გარკვევა დაავალა. გუდაური-ყაზბეგის გზის მონაკვეთზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გადაადგილება შეფერხებული იყო. 

სიახლეები

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...