მთავარისიახლეებისაზოგადოება"შეაჩერე ოკუპაცია, ძალა ერთობაშია"- ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი აქცია ენგურის ხიდზე (Video)

“შეაჩერე ოკუპაცია, ძალა ერთობაშია”- ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი აქცია ენგურის ხიდზე (Video)

Published on

მედია ჰოლდინგ ქრონიკა+ის, სამოქალაქო მისია #ძალაერთობაშიასა და ჟურნალისტთა ჯგუფის  ორგანიზებით ენგურის ხიდთან 8 აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა  ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს  , მათ  კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის აგრესია და ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი.მედია ჰოლდინგ ქრონიკა+ის რედაქტოროს, ელისო კილაძის განცხადებით  აქციის მიზანია აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიაწვდინონ ხმა, რომ აფხაზეთი საქართველოა და  საქართველო მათთან არის. სწორედ ენგურის ხიდიდან გავაგონებთ მსოფლიოს , რომ რუსეთი ოკუპანტია. ელისო კილაძემ  ახალი სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება დაანონსა, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციისა და სამოქალაქო პროტესტისკენ იქნება მიმართული.აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ბერულავამ ენგურის ხიდზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და საზოაგდოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით თუ  მთელი საქართველო დადგება ერთად და ჩაჭიდებენ ხელს ერთმანეთს, ეს იქნება ის დიდი ჯაჭვი, რომელიც აუცილებლად ჩაანაცვლებს მავთულხლართებს, რომელიც მოცოცავენ საქართველოს სიღმისკენ და ეს იქნება რუსული აგრესიიის დასასრული საქართველოში"  -განაცხადა მან. ენგურის ხიდზე ცოცხალ ჯაჭვს აფხაზთა კრების, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებიც შეუერთდნენ.ცოცხალი ჯაჭვის პარალელურად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დასასრულს სიმბოლურად ოკუპირებული აფხაზეთისკენ მტრედები გაუშვეს. 
 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...