მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,კლიმკინი მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით,...

მიხეილ სააკაშვილი: ,,კლიმკინი მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით, სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ“

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი გააკრიტიკა. 
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის ნაცვლად, რომ საქმით დაკავდეს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით, სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, „პავლო კლიმკინი ეთნიკური უკრაინელი არ არის, არამედ რუსია“. 
 
„რამდენადაც მესმის, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და უკრაინულად ჩემზე უარესად საუბრობს. პეტრო პოროშენკო, აი თქვენთვის კიდევ ერთი კანდიდატი მოქალაქეობის ჩამოსართმევად“, – მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს.
 
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება. მან დღეს ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 
.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...