მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ

Published on

 

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ“ – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება. 
 
„2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო საქართველოში. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ შემოტევა მოულოდნელ და უდროო დროს მოხდა- ქართველი ოფიცრების დიდი უმრავლესობა შვებულებაში იყო გასული, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი – ერაყში ასრულებდა სამშვიდობო მისიას, , თითქმის მთელი მთავრობადა პარლამენტი დასასვენებლად იყო გასული საქართველოდან , მე თვითონაც საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი ოჯახთან ერთად, მაგრამ რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  გამოკვეთილი საეჭვო აქტივობების გამო  რამდენიმე დღით შევწყვიტე  შვებულება და ქვეყანაში  დავბრუნდი. 
 
,,ძალები განუზომლად არათანაბარი  იყო, თუმცა „ქართული ჯარის გმირული წინააღმდეგობის წყალობით შევძელით  მტრის შეკავება და დავაკარგვინეთ მისთვის ხელსაყრელი რამდენიმე დღე, სანამ  საერთაშორისო საზოგადოება ბოლოსდაბოლოს გამოფხოზლდებოდა – შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს სამხედრო – ჰუმანიტარული ოპერაცია, რამაც შეაჩერა პუტინის ურდო თბილისის მოსადგომებთან.  “. 
 
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე  გამოვიდა ქუჩებშიდა აჩვენა  ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით საქართველოში ჩამოფრინდნენ და ქართველ ხალხის გვერდით დადგნენ. საქართველო სასაწაულებრივად გადარჩა და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განაგრძო განვითარება. პუტინმა ვერ შეძლო ვერც ერთი თავისი  სტრატეგიული მიზნების განხორციელება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა“, – განმარტავს პრეზიდენტი სააკაშვილი.  
 
მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქედს იხრის ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, ვინც ამ აგრესიას ემსხვერპლა“.
 

 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...