მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მაინცდამაინც ეკა ბესელია უნდა ვიყო, რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს?'' – წერდა დღეს...

,,მაინცდამაინც ეკა ბესელია უნდა ვიყო, რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს?” – წერდა დღეს ბათუმში აღმჩენილი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდიდან ერთერთი

Published on

ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს ? ,მეტრონომ გე–ს'' ცნობით, ბათუმში, დღეს ნაპოვნი 2 გარდაცვლილი პირიდან, ერთ-ერთის სოციალურ ქსელში ქალაქის პროკურატურისადმი სკანდალური მიმართვის შემცველი პოსტი იძებნება. პოსტი  26 ივნისით თარიღდება.
 
“აზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ  ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული – ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით–  ჩემი მშანტაჟებელი ჯერკიდევ თავისუფალია ანუ თქვენ მე შემეწირებით თავს შეგაკლავთ …. თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან….
ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენთუარ გამოგაჭენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას უმოქმედებო, ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერ მიცავს …,”- წერს პირი, რომელიც დღეს ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს.
 
ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომროგორც ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი  წერს, გარდაცვლილი პირი გუშინ სოციალურ ქსელში კომენტარებს წერდა.
 
აღსანიშნავია, რომ გამოძიების ინფორმაციით, ცხედრები ბათუმში, გახრწნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, რაც გულისხმობს მათი სიკვდილის რამდენიმე დღით ადრე დადგომას, შესაბამისად, კომენტარი, რომ გარდაცვლილი პირი გუშინ სოციალურ ქსელში აქტიურობდა, სავარაუდოდ, გამოძიებისთვის საინტერესო უნდა იყოს.
 
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვერსია, რომ შემთხვევა ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას უკავშირდება, თუმცა ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ნარკოტიკებს არასდროს მოიხმარდა.
 
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი.
 
გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
 
ახალგაზრდები ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...