მთავარისიახლეებისამხედრო თემაქართული ჯარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულ საკვებზე ხდება დამოკიდებული.

ქართული ჯარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულ საკვებზე ხდება დამოკიდებული.

Published on

ორიოდე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულ ჯარში ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცს უკრაინაში წარმოებული ჩაანაცვლებს. თავდაცვის სამინისტროს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს `უხვმა” გაიმარჯვა, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული ქართული ჯარის დანაყოფები საქონლის ხორცით 6 თვის განმავლობაში უნდა მოამარაგოს. გამარჯვებული კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ხორცს უკრაინიდან შემოიტანს.,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” ფინანსური აღრიცხვებისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს უფლება, სახელმწიფოს იმპორტირებული ხორციც შესთავაზოს.,,ეს კომპანია ქართულ ჯარს საქონლის ხორცს ადრეც აწვდიდა, თუმცა მანამდე ადგილობრივი წარმოების ხორცის მიწოდება ხდებოდა. ახალი ხელშეკრულებით კი ისინი შეძლებენ იმპორტირებული ხორცის შემოთავაზებასაც. საწყის ეტაპზე იგეგმება, რომ უკრაინული საქონლის ხორცით უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ხორცს აღარ შემოგვთავაზებენ”, – განმარტეს ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” დეპარტამენტში.თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილება მიმწოდებელი კომპანიის თხოვნით შეიცვალა. წინააღმდეგ შემთვევაში, ჯარში ხორცის დეფიციტი შეიქმნებოდა.
`მომწოდებელმა წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ დეფიციტია ბაზარზე ქართული პროდუქციის და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არა მხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა და სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ლევან იზორიამ.პარალელურად ირკვევა, რომ ქართული ჯარი სრულად იმპორტირებული მზა საკვები პროდუქტებით მომარაგდება. ხორცის შემდეგ იმპორტირებული იქნება ,,საველე ულუფაც”, რომლის შესყიდვასაც თავდაცვის სამინისტრო პერიოდულად ახდენს.თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ტენდერი ჯარის `საველე ულუფით~ უზრუნველყოფაზე 18 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ტენდერის ღირებულება 3 მილიონ 840 ათასი ლარია. ტენდერის მოთხოვნაა, რომ მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25-წლიანი გამოცდილება ანალოგიური საქონლის წარმოების სფეროში და ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს 4-მილიონიანი ბრუნვა.
შეფუთული მზა საკვების მწარმოებელი კომპანია ,,ნაციონალური დელიკატესის” დირექტორი ოთარ სიმონიშვილი, რომელსაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი აქვს აცხადებს, რომ ტენდერის მოთხოვნას ვერცერთი ქართული წარმოება ვერ დააკმაყოფილებს და თავიდანვე ცნობილია, რომ გამარჯვებული იმპორტიორი კომპანია გახდება.როგორც სიმონიშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა. მათი მხრიდან იყო ინტერესი, რომ ჯარის მომარაგება ქართული პროდუქციით მომხდარიყო, თუმცა შედეგად ტენდერის პირობების მიხედვით ქართული წარმოების წარმატება გამორიცხულია.,,ვერც ერთი ქართული წარმოება ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, რადგან 25 წლიანი გამოცდილება არავის აქვს, გამოდის, რომ ისევ იმპორტიორი კომპანია გაიმარჯვებს, და ტენდერში მიღებული თანხები ქვეყნიდან გავა”, – აცხადებს სიმონიშვილი,,ნაციონალური დელიკატესის” მენეჯმენტმა სატენდერო მოთხოვნები დავების განხილვის საბჭოში უკვე გაასაჩივრა და მათი მხრიდან რეაგირებას ელოდება.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...