მთავარისიახლეებიპოლიტიკამალგოჟატა გოშევსკა: პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც...

მალგოჟატა გოშევსკა: პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს ასეთი პოლიტიკოსი

Published on

პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში –  აცხადებს პოლონეთის სეიმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლონეთის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- თავმჯდომარე მალგოჟატა გოშევსკა
 
„ქართული და რუსულენოვანი მედია იტყობინება, რომ ქართულმა მხარემ მიმართა პოლონეთის „კომპეტენტურ ორგანოებს“ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით. მსურს გაცნობოთ, რომ არავითარი ამდაგვარი მოთხოვნა არ მიუღია პოლონეთის „კომპეტენტურ ორგანოებს“ 
 
ასევე იმედი მაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში – ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.
 
დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა პოლონეთში, როგორც საჯარო – პოლიტიკური – ეკონომიკური რეფორმების ასევე საქართველოს NATO -სა და UE-ის ქვეყნების ოჯახში შეყვანისათვის, ასევე იმ გზის გაგრძელებისათვის, რომელიც მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს.

 
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული."  – წერს დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა  თავის პირად ფეისბუქგვერდზე.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....