მთავარისიახლეებიკულტურასად არის 12 ბურთულა, რომელიც ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილ კოლხური ოქროს ...

სად არის 12 ბურთულა, რომელიც ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილ კოლხური ოქროს ყელსაბამს აკლია?

Published on

სერიოზული დანაშაული, რომლის შედეგად  საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ძვ.წ.აღ. V საუკუნის ოქროს სამკაულები დაიკარგა, თუ აურზაური არაფრის გამო?- პროფესორ ალეკო ცინცაძე გაზეთ ,, ალიაში'' შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს. 
 
საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან დაკარგული ოქროს სამკაულების ფასიდაახლოებით (საერთაშორისო კლასიფიკაციით) 10 მილიონ დოლარს სცილდება, – ნათქვამია  გაზეთ "ალიას" 7 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულსტატიაში  ა სათაურით "დიდი სკანდალი ვანის გათხრების გარშემო" .
 
სტატია ეროვნულ მუზეუმში დაცულ კუს ყელსაბამს ეხება.
 
გაზეთი პორფესორ ალეკო ცინცაძეს ესაუბრა, რომელიც რიცხვით სიმბოლიკაზე დაყრდნობით იკვლევს მასალებს. სწორედ ალეკო ცინცაძემ აღმოაჩინა, რომ კუს ყელსაბამს 94-ის ნაცვლად 82 ბურთულა აქვს. მისი თქმით, რიცხვ 94-ს აქვს საკრალური მნიშვვნელობა და მან ქართულ სარიტუალო სამკაულებში დაიწყო ამ რიცხვის ძიება.
 
ცინცაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობილი ე.წ. ოქროს კუს ყელსაბამი. ძვ.წ.აღ. V საუკუნით დათარიღებული. "ეს სამკაული შეიცავს 31 კუს. აქედან 30 პატარა კუა,  ერთი დიდი. ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ კუ იბერიული სტრუქტურა გახლდათ. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მასში "ძის" სულია დავანებული, აქედან გამომდინარე დიდი კუ ითვლებოდა რომ წლელიწადს აღნიშნავს 30 პატარ კუ კი იმ პერიოდისთვის მზის კალენდარში დღეების რაოდენობაა თვეში. 31 კუს გარდა, სამკაულს ჰქონდა ბურთულები. წესით და კანონით ითვლებოდა რომ ამ ბურთულების რიცხვი უნდა ყოფილიყო 94. იმიტომ რომ წლის განმავლობაში მზე 94 გრადუსიან რკალს გადის" – ამბობს პროფესორი.
 
მისი თქმით, ამ კუს სარტყელიდან ყველა პარამეტრიც ემთხვეოდა მზის კალენდარს, მაგრამ არ ემთხვეოდა ბურთულების რაოდენობას რომლის რიცხვი ნაცვლად 94-სა იყო 82.
 
პროფესორი ამბობს, რომ მან დაიწყო ძიება და მოიპოვა 1981 წელს გამოცემული ანთოლოგია, სადაც გამოქვეყნებულია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, მათი ფოტოები და მათ შორის ფოტო კუს ყელსაბამის.
 
საუბარია ოთარ ლორთქიფანიძის წიგნზე, რომელიც ვანის გათხრებს ხელმძღვანელობდა. პროფესორის თქმით, წიგნში აღმოჩნდა, რომ მოცემულ სამკაულზე არის 94 ბურთულა. მაშინ როცა ეროვნული მუზეუმის საიტზე გამოქვეყნებულ სურათზე არის 82 ბურთულა.
 
მისივე თქმით, როდესაც მუზეუმში ასეთი რამ იკარგება, ეს აღრიცხული უნდა იყოს. თუმცა ეს აღრიცხული არსად არ არის.
 
პროფესორი ყელსაბამის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ოქროს სამკაული არ არის. 94 ბურთულასთან ერთად მას მოჰქონდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ უძველეს მზის კალენდარზე. თან ასტრონომიული ინფორმაცია "საოცრად მაღალი ცივილიზაციის მატარებელი და მაღალი დონის მაჩვენებელი ქურუმთა იმდროინდელი კასტისა საქართველოში. ვისაც ეს გულზე ეკიდა, ის განსაკუთრებული ვინმე იყო, მზის შვილი. მას მზის კალენდარი დაჰქონდა მკერდით".
 
გაზეთი "ალია" ამავე სტატიაში აქვეყნებს ეროვნული მუზეუმის ფონდის მცველის დარეჯან კაჭარავას პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენი ბურთულები სხვაგან ინახება. მისი თქმით, ყველაფერი არ არის გამოფენილი არის დაჭყლეტილი მძივები და ისინი ფონდშია შენახული. კაჭარავა ამბობს, რომ "ახლა ყველაფერი არ არის გამოფენილი და ეს ჩვეულებრივი ამბავია".
 
მისი მტკიცებით, კუს ყელსაბამს ნამდვილად 94-ვე ბურთულა აქვს, მაგრამ, რადგან დაზიანებულია, მას არ გამოფენენ.
 
წყარო: http://ghn.ge/com/news/view/44161/
 
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...