მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქის პასპორტით, დაბრკოლების გარეშე დატოვა აშშ და ჩაფრინდა პოლონეთში. არც აშშ- ს და არც პოლონეთს არ უცვნია მისი პასპორტის გაუქმება პოროშენკოს მიერ.
,,ჩვეულებრივად, წამოვედი შეერთებული შტატებიდან და ასევე ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, გავიარე საპასპორტო კონტროლი პოლონეთშიც.გზად არანაირი პრობლემა არ შემქნია, მე პოლონეთში ქვეყნის ხელმძღვანეი პირების მიწვევით ჩავედი. ჩემი პაპორტის გაუქმებას არავინ ცნობს.'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის ТСН -სთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავის შემდეგ ევროპის სხვა ქალაქების მონახულებასაც გეგმავს.
"მე პოლონეთში ვარ, თუმცა პოროშენკოს არ უნდოდა, რომ დამეტოვებინა ამერიკა, სადაც შევიტყვე მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. შეხვედრებს გავმართავ ევროპის სხვა ქალაქებშიც,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პოლონურ მედიასაშუალებასთან.