მთავარისიახლეებიმსოფლიოდანიის პრინცი განაწყენებულია

დანიის პრინცი განაწყენებულია

Published on

დანიის პრინცმა ჰენრიკმა თავისი მეუღლის, დედოფალ მარგრეტე II-ის გვერდით დაკრძალვაზე უარი თქვა. – ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით  BBC ავრცელებს. 
 
პრინცის განმარტებით, ,,ის მეუღლის თანასწორი არასდროს ყოფილა და ჯობს სიკვდილის შემდეგაც ასე დარჩეს.'' 
 
83 წლის პრინცის უკმაყოფილება თავისი მდგომარეობით სამეფო ოჯახში არასოდეს ყოფილა დაფარული. მას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ მეფე-კონსორტის ტიტულს ესწრაფვის და იმსახურებს, თუმცა სამეფო ოჯახის თანხმობას ვერ მიაღწია.  
 
ჰენრიკმა პრინც-კონსორტის ტიტული 1967 წელს, წყვილის დაქორწინების დროს მიიღო. 
შარშან იგი სახელმწიფო საქმეებს ჩამოშორდა და ,,პენსიაზე გასული'' დროის უდიდეს ნაწილს საფრანგეთის სამხრეთში  გაშენებულ თავის ვენახებში ატარებს. 
 
მედიის ცნობით, 77 წლის დედოფალი მარგრეტე II ქმრის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
 
 

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...