გუშინ გამოქვეყნდა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში -ისტორია, გეორგაფია, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმიის, სახვითი ხელოვნება. , პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა. – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი netgazeti..ge – სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც მიმინოშვილი ამბობს, მათემატიკაში, პედაგოგთა დაახლოებით 86%-მა ვერ გადალახა ბარიერი, სამოქალაქო განათლებაში- 82.6%-მა, ქიმიაში – 91%-მა, ბიოლოგიაში -77%-მა, სახვითი ხელოვნებაში- 74%-მა, ფიზიკაში – 96%-მა. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგებია – 57.2% და 49%.
მისი თქმით, წელს 356 პედაგოგი აბარებდა გამოცდას ფიზიკის საგანში, თუმცა ზღვარის გადალახვა 342-მა პედაგოგმა ვერ შეძლო.
“მე თვითონაც ძალიან შეწუხებული ვარ ამ შედეგებით. წლების განმალობაში ბევრი უნდა გაკეთებულიყო პედაგოგებისთვის. ძალიან აქტიური ქმედებები საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი არ გადატყდეს პედაგოგებზე, ისინი ნაკლებად არიან დამნაშავენი. პირველ რიგში, სახელმწიფის მიერ უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა. ზუსტი და მკაფიო სტრატეგია არის საჭირო. ეს გამოცდა სადამსჯელო ოპერაცია არ უნდა იყოს. კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამინისტრომ და სახლემწიფომ უნდა იზრუნოს, უამრავი აქტოვობების დაგეგმვაა საჭირო. ჩემს ორგანიზაციაზე და ჩემს თავზეც ვფიქრობ, იქნებ ჩვენც მოვაკელით რამე, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, არ ვიცი, ძალიან ვარ შეწუხებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ გაიშვიროს თითი პედაგოგებისკენ. როდესაც სახლმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგმა იზურნოს საკუთარ კვალიფიკაციაზე და საკუთარ თავზე შეძლოს მუშაობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავადანაშაულოთ კონკრეტული პედაგოგი,” – ამბობს მიმინოშვილი.გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შარშან უფრო მაღალი იყო.”როგორც ჩანს, უფრო ლოიალურად გასწორდა შარშან. ტესტები კი ჩვენი შედგენილი იყო მაშინაც, თუმცა გასწორების პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებდით, არ ვიცი. კიდევ ერთი ფაქტორია აქ – პირველ წლებში გამბედავი პედაგოგოები გამოვიდნენ, ვისაც საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და დაადასტურეს კიდეც ეს.”
პედაგოგთა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა . მიმინოშვილის თქმით, საბოლოო, პირველადი შედეგები 10 აგვისტოსთვის იქნება იცნობილი, რის შემდეგად უფრო მეტი ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი.
წყარო: http://cyc.ge/