ივნისში ბოსტნეული თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა – ეროვნული ბანკი კვლევის შედგებს აქვეყნებს

0
433
წინა წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ფასებმა სურსათზე საგრძნობლად იმატა – ნათქვამია ივნისის თვის მიმოხილვაში, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს . 
 
ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით,  თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 0.6 პ.პ შეადგინა.
 
ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას.
 
 
„რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის ფასებმა 11 პროცენტით მოიმატა, რაც საერთო ინფლაციაში 0.5 პ.პ-იანი წვლილის ტოლია. წინა პერიოდებთან შედარებით კლებულობს, თუმცა ჯერ ისევ მაღალია შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასების მატება (10.4 პროცენტი; 0.2 პ.პ წვლილი ინფლაციაში)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
 
დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვთა გამაფართოებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტებზე ფასები მატება შესაბამისად 34 და 28 პროცენტით. ამ ორი მედიკამენტის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.4 პ.პ-ს შეადგენდა.
 
2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 0.7 პროცენტით, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე 0.1 პროცენტით, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე 1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მომსახურებაზე ფასები 0.2 პროცენტით გაიზარდა.
 
წლიური მაჩვენებლების მიხედვით ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები – 11.2, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე – 1.2, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე – 1.3, ხოლო მომსახურებაზე – 2.7 პროცენტით გაიზარდა.. 
წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე, ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული.
წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი (პ.პ) ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პ.პ – სურსათის, ხოლო 1.8 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე
 
2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო
.საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაციის დონე საერთო ინფლაციასთან შედარებით დაბალია და 4.5 პროცენტს შეადგენს.
 
„მთლიანი ინფლაციის მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელზე აისახებოდა და ივნისში 9.8 პროცენტს შეადგენდა. ამის მიზეზი პირველ რიგში კვლავ საწვავისა და სიგარეტის გაძვირებაა. შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება შერეული და ადგილობრივი პროდუქტების ინფლაცია. ივნისში მათი დონე შესაბამისად 8.7 და 5.1 პროცენტით განისაზღვრა. ფასები ვაჭრობად საქონელზე 9.3 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 4 პროცენტით გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
წინა სტატიამაიკ პენსი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიუულ მთლიანობას იმ დღიდან, როცა რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის უადგილო განცხადება და აშშ – ში საქართველოს ელჩის დიპლომატიური თავის არიდება ამ პოლიტიკური სიბეცის შეფასებისგან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური