მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინელმა პილოტებმა სტამბოლის აეროპორტში სეტყვით დაზიანებული თვითმფრინავი ბრმად დასვეს და ასზე...

უკრაინელმა პილოტებმა სტამბოლის აეროპორტში სეტყვით დაზიანებული თვითმფრინავი ბრმად დასვეს და ასზე მეტი მგზავრი სიკვდილს გადაარჩინეს

Published on

დღეს უკრაინელ პილოტებს, რომლებმაც შტორმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებული თვითმფრინავი ავარიულად დასვეს, თურქეთის ხელისუფლებამ სამთავრობო ჯიდოები გადასცა . ისინი ორი დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან 
 
მგზავრებით სავსე  უკრაინული Airbus A320, რომელიც რეისს სტამბოლიდან ხარკოვის მიმართულებით ასრულებდა, სტამბოლიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში შტორმში მოჰყვა, ლაინერი 1200 მეტრის სიმაღლეზე იყო, როდესაც ის სეტყვამ დააზიანა.
 
თვითმფრინავის წინა ნაწილი და საქარე მინა იმდენად დაზიანდა, რომ პილოტებს უკან დაბრუნება და კვლავ ათა – თურქის აეროპორტში ლაინერის დასმა ბრმად მოუხდათ. დისპეჩერებს წარმატებული დაშვების იმედი არ ჰქონდათ, რის გამოც ასაფრენ ბილიკთან სამაშველო სამსახურებიც იყო მობილიზებული, თუმცა ავარიული დაშვების შედეგად ბორტზე მყოფი 127-ვე ადამიანი უვნებელი გადარჩა.
 
ინცინდენტი 27 ივლისს მოხდა, იმ დღეს სეტყვამ ოთხი თვითმფრინავი დააზიანა. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...