მთავარისიახლეებისაზოგადოებაშტორმის საშიშროებას არ გადაუვლია, ერიდეთ ზღვაში შესვლას

შტორმის საშიშროებას არ გადაუვლია, ერიდეთ ზღვაში შესვლას

Published on

გუშინ შტორმმა და ქარიშხალმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი სიმძლავრით გადაუარა ბათუმი- ქობულეთის სანაპირო ზოლს, შტორმი ოდნავ ნაკლები ძალით, მაგრამ მაინც იყო ანაკლია- განმუხურშიც.  საბედნიეროდ, ამას უბედური შემთხვევა ან სხვა რაიმე გართულება არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბათუმში 21 წლის ახალგაზრდამ ყურად არ იღო გაფრთხილება, მაინც შევიდა ზღვაში და მისი გამოყვანა მაშველებს მოუხდათ.  

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში  საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, დღესაც, 29 ივლისს შუადღემდე  შენარჩუნდება.
ამიტომ, კვლავ ძალაში რჩება გუშინდელი კატეგორიული გაფრთხილება, რომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება.
 
სააგენტო დღესაც აფრთხილებს ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს, რომ სანამ სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული: არ შევიდნენ ზღვაში,  დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს,  ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს,  ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე“,.
 
შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ საშიშროება არ გადაივლის და სანაპიროზე თეთრი ალმები არ აღიმართება. – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
გუშინ შსს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.  შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელ 4-ბალიანი შტორმის გამო მ სანაპიროზე წითელი ალმები აღმართა. წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ.
 
 
 
 
 
.
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...