მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ. ტყუილად გიხარიათ. მალე ნახავთ თქვენთვის...

მიხეილ სააკაშვილი: ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ. ტყუილად გიხარიათ. მალე ნახავთ თქვენთვის ძალიან უსიამოვნო და უკრაინისა და საქართველოსთვის სასიამოვნო ამბებს”

Published on

,,პოროშენკოს ჩემი კიევში დაკავება და ვეკავებინე და საქართველოსთვის გადმოცემა ემჯობინებოდა, მაგრამ ივანიშვილს ეს არ უნდა. ივანიშვილს საშინლად ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის, მარტივი და ყველასთვის გასაგები მიზეზით –  მათი პოპულარობა არის ძალიან დაბლა,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, პეტრო პოროშენკო საქართველოში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას.
 
„თავიდან პოროშენკოს ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა თბილისში, ის აპირებდა მხოლოდ თბილისში ჩასვლას და მეტი არსად წასვლას. ივანიშვილი არის ავად, იყო ურეკში და ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, იმიტომ, რომ ბიზნესფორუმი თბილისში ჩატარდა და ბათუმში იყო დადგმული, ვითომ ბიზნესფორუმი, თბილისურის მინივერსია, ერთადერთი მიზნით, რომ ბათუმში ჩასვლის საბაბით შეევლო ურეკში ივანიშვილთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ პოროშენკოსთან ესაუბრა… რაზეც შეთანხმდნენ იყო, რომ მოდი ახლა ისე გავითამაშოთ, რომ პროკურატურამ მოგვცა ახალი მასალები , (საქმეში გაჩნდა მხოლოდ ერთი ახალი მასალა, ვაცლავ ჰაველისთვის გვირგვინის გაგზავნა გასვენებაში) რომ მოქალაქეობა ჩამოვართვათო ,“- აღნიშნა სააკაშვილმა.
ამ კონტექსტში იგი პროკურატურის მიერ ვაცლავ ჰაველის გასვენებაზე მიტანილი  გვირგვინის გამო  წაყენებულ ბრალდებასაც შეეხო  და მას  "ორღობის პროკურატურის ჭორვილის, სიბანძის განსახიერების ბრალდება"უწოდა. 
 

აქვე სააკაშვილი იხსენებს, რომ ადრე პოროშენკოს ასეთივე აბსურდული არგუმენტებით დაურეკა მასზე, რომ პოროსენკომ ყურმილი დაუკიდა“-
„მითხრა, რომ ფსიქიკურად დაავადებულია ეს კაციო და თუ კიდევ რამეა, ახლა ყველაფერს მივხვდიო. პოროშენკომ მშვენივრად იცის ყველაფერი, პრობლემა იმაშია, რომ ძალიან გაუჭირდა. დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება მე  ხალხის მიყვანისა მისი და მისი ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების რეალური შანსები მაქვს და ჩაერთო შიში, თვითგადარჩენის, არა, თვითგანადგურების ინსტინქტი . 
 
ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ. ტყუილად გიხარიათ. ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ პოპკორნი და შეხედეთ, ნახავთ თქვენთვის ძალიან უსიამოვნო   და უკრაინისა და საქართველოსთვის სასიამოვნო ამბებს ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
სააკაშვილის თქმით, ყველაფერი წინ არის და ბრძოლა გრძელდება.

მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ უკრაინის ოპოზიცია გააერთიანა.
 საერთაშორისო გამოხმაურებაში კი პირველად გაჩნდა „ტერმინი დიქტატორი პორაშენკო“. 
 
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...