მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი მარნეულის ტყეში, გავრცელების არეალი 250 ჰექტარია

ხანძარი მარნეულის ტყეში, გავრცელების არეალი 250 ჰექტარია

Published on

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 250 ჰექტარზე გავრცელდა. 
 
ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები გუშინ გვიან ღამით თითქმის 4 საათი ახორციელებდნენ.
 
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა. 
 
ხანძარს ზარალი არ მიუყენებია, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივებს მარცვლეული კულტურების მოსავალი უკვე აღებული ჰქონდათ.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...