მთავარისიახლეებიპოლიტიკაHuffington Post: ,, სააკაშვილი ისედაც იყო მსოფლიო მედიის საყვარელი რესპონდენტი, ახლა...

Huffington Post: ,, სააკაშვილი ისედაც იყო მსოფლიო მედიის საყვარელი რესპონდენტი, ახლა კი მსოფლიო მეგაფონად და კორუფციონერებთან მებრძოლის ხატადაც იქცა , ისევე როგორც აქამდე – პუტინის მტრისა”.

Published on

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ატლანტიკური საბჭოს და ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვრცელ სტატიას უძღვნის.
 
პუბლიკაცია სათაურით "დიქტატორმა პოროშენკომ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას სატკეპნით  გადაუარა" დაიან ფრანსისმა Huffington Post-ში გამოაქვეყნა.
 
ავტორი წერს,  რომ 2015 წლის შემდეგ პოროშენკოს ხელისუფლებამ ორჯერ თქვა უარი  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე, რადგან მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.ახლა კი მოქალაქეობა ჩამოართვა რომ გაჩუმება აიძულოს, 
 
რამდენიმე საათიც არ იყო გასული ამ ინფორმაციის გავრცელებიდან, ყოფილი პრეზიდენტი საკაშვილი ნიუ იორკიდან ჩაერთო CNN-ზედა გამოვიდა და დაგმო ოლიგარქის ეს  ქმედება. ესეც მეტყველებს, რომ პოროშენკოსთვის  ამ ბოლო შეტევას ანტიკორუფციულ მოძრაობაზე უსიამოვნო შედეგები მოყვება ,  რამდენადაც სააკაშვილი მსოფლიო მეგაფონი გახდება – წერს ჟურნალისტი, – იგი  ისედაც იყო  მსოფლიო მედიის საყვარელი რესპონდენტი  – 5 ენაზე საუბრობს- ახლა კი კორუფციონერებთან  მებრძოლის ხატადაც იქცა , ისევე როგორც აქამდე – პუტინის მტრისა. 
 
სტატიის ავტორის თქმით, სააკაშვილს უნდა მოუსმინონ უნივერსიტეტებში, კონფერენციებზე, კონგრესის მოსმენებზე, რადგან ის ფლობს ინფორმაციას რუსეთის ბინძურ მეთოდებსა და მათ დანაშაულებრივ პარტნიორებზე უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...