ურთიერთბრალდებებმა საფეხბურთო გუნდის ,,ზუგდიდის” ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის მხრიდან მედიაშიც გადაინაცვლეს

0
419
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" სკანდალშია გახვეული. კლუბიდან გაშვებული ფეხბურთელი, ნიკა ნარმანია გუნდს ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, მათგან საჯარო ბოდიშსა და კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ ნარმანიასთან დაკავშირებით წერილი ფედერაციისგან მიიღეს.  ფედრაცია ამას უარყოფს.
ურთიერთბრალდებებმა გუნდის ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის მხრიდან მედიაშიც გადაინაცვლეს  – აიპრესი აქვეყნებს ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილის   ვრცელ  ინტევიუებს ნიკა ნარმანიასთან და  გუნდის დის დირექტორთან რევაზ პერტაიასთან. 
 
ფეხბურთელი ნიკა ნარმანიას სთქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ის გარიგებულ თამაშში ისე დაადანაშაულა, ეს არ დაუმტკიცებია,   ამასთან გუნდის ხელმძღვანელობამ , კერძოდ კლუბის დირექტორმა უთხრა , რომ  სფფ-დგან მიღებულია  წერილი , რომლის  თანახმად  იგი „სამგურალსა“ და „ზუგდიდს“ შორის შეხვედრაში საეჭვოდ იქნა მიჩნეული და სფფ-მ მისი გუნდიდან მისი გაშვება მოითხოვა.
 
ეს ფაქტი  უარყო სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კლუბის დირექტორი, რევაზ პერტაია კი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ცრუობს და მათ, ,,კიტრებიც რომ ჩააცვან, იმასაც უარჰყოფენ.’- ’ წერილი ფედერაციაში მაჩვენეს ,  უეფადან იყო წერილი, რაპორტზე ხელი მომაწერინეს, აბა, რაზე მომაწერინეს..  აბა, რაზე დამიბარეს მე, შარშანწინ დამიბარეს თუ რაპორტზე, უეფადან რომ იყო მოსული, გადმოვაგზავნე და მე მოვაწერე ხელი?
რევაზ პერტაია ამბობს, რომ სფფ-დან მიღებულ წერილში უშუალოდ მისი სახელი და გვარი  არ ეწერა,   ,,ჩვენ  თამაში გავარჩიეთ. ვანახეთ მაგათაც, რომ თამაშობდნენ. ახლა ფედერაციამ კიდე ფეხბურთელები გააგდო გუნდიდან და დისკვალიფიკაცია მისცა. ჩვენ უბრალოდ ვუთხარით, ფაქტები რომ გვქონოდა და ზეპირად გვცოდნოდა, გავაგდებდით კი არა, უარსესსაც ვუზამდით. თვითონ წავიდა გუნდიდან, ჩვენ არ გაგვიშვია.’’
 
ჟურნალისტის თხოვნაზე განმარტოს, მაშინ   რატომ წერია წერილში, რომელიც მან სფფ-ში გაგზავნა, რომ კლუბმა ჩამოაშორა ფეხბურთელი გუნდს და არა ის, რომ ნარმანია საკუთარი სურვილი წავიდა, პერტაია ამბობს, რომ წერილში სხვაგვარად წერია -,,გადავიყვანეთ დუბლებში სავარჯიშოდ ცოტა ხნით, და არა ის, რომ   გუნდს ჩამოვაშორეთ’’ 
 
ჟურნალისტს მოყავს ციტატა წერილიდან: „ფეხბურთელები, ნიკა ნარმანია და და დათა ქირია, რომელთა ქმედებები აღნიშნულ მატჩში ეჭვს იწვევდა, ჩამოშორებულ იქნენ სავარჯიშო პროცესებიდან საკითხის საბოლო გარკვევამდე’’ და სვამს კითხვას –  ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კლუბიდან თქვენ გაათავისუფლეთ? ეს ნიშნავს, რომ ნარმანია თავისი სურვილით წავიდა გუნდიდან?
 
,,იქ კიდევ ორი ფეხბუთელი წერია, ყველა გუნდში არიან ეს ფეხბუთელები და მაინც და მაინც ნიკა ნარმანია გავაგდეთ სპეციალურად? თვითონ წავიდა და უკან ხომ არ გამოვეკიდებოდი ახლა.24 აპრილს გავგზავნეთ წერილი, 15 მაისს წავიდა გუნდიდან, კრება რომ გვქონდა. ადგა და თვითონ დაიწყო, მეო მაბრალებთო, ასეო, ისეო, არ მინდა გუნდშიო და წავიდა.’’-  ასეთია რევაზ პერტიას პასუხი. 
 
ნიკა ნარმანია ჰყიდდა თამაშებს?  თქვენ ითამაშებდით გუნდში, სადაც გეუბნებიან, რომ თამაშებს ყიდით? – პირდაპირ სვამს კითხვას ჟურნალისტი. 
,,მე არ ვეუბნებოდი, უეფადან მოვიდა რაპორტი. ვუთხარით, ავუხსენით. 4 ბურთი რომ გაუშვეს კარში, რატომ გაუშვეს, სამარცხვინოდ რომ თამაშობდნენ. ეს არ იყო სამარცხვინო?რაც შეეხება იმას, რომ ნიკა ნარმანია ჰყიდდა თამაშებს,  ჩვენ დარწმუნებულები რო ვიყოთ, გავაგდებდით იმ დღესვე გუნდიდან, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ, დროებით გადავიყვანეთ დუბლებში ოთხივე ფეხბურთელი. ოთხივე დღეს გუნდშია, ისინი კი არ წავიდნენ. ნიკა ნარმანია ქურდული „მასტია“ ახლა.’’ ამბობს პასუხად რევაზ პერტაია .
 კიდევ ერთი ამონარიდი პერტაიასთან ინტერვიუდან: 
 
,,- ზუგდიდმა“ ნიკა ნარმანიას წასვლის შემდეგაც ყველა თამში წააგო. უფრო მეტიც, მთელს სეზონში, მხოლოდ ერთი თამაში გაქვთ მოგებული. გამოდის, რომ თქვენი ფეხბურთელები თამაშებს აკეთებენ და ყიდიან?
– არ ვიცი, შეიძლება აკეთებენ. რომ ვიცოდე ეგ, იმათმა უნდა გააკეთონ, ფეხბურთელებმა. ერთხელ ხომ გააკეთეს და გამოავლინეს, გააკეთონ ახლაც, რა იქნება. მე მიბარებენ ფედერაციაში, რაპორტზე ხელი რატომ მომაწერინეს, თუ არ იყო მოსული უეფადან?
– ფეხბურთელი ახლა კუთვნილ ხელფასსა და კლუბისგან, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
– არაფრის ანაზღაურებას არ ვაპირებ. კაპიკს არ ვაძლევ. იჩივლოს სადაც უნდა. თვითონ წავიდა გუნდიდან, დაჯარიმებული იყო ხუთასი ლარით.’’
 
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ეროვნული ლიგა 2-ის აუტსაიდერია. სეზონის ნახევარზე მეტი უკვე გავიდა და კლუბს მხოლოდ ორი მოგებითა და 8 ქულით ბოლო ადგილი უკავია. თუ  გუნდი  ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს, გასული წლის მსგავსად, ისევ გავარდება ერთი რანგით დაბალ ლიგაში.
 
წყარო http://www.ipress.ge/new/80104-gayiduli-tamashebi-zugdidshi-braldeba-faqtebis-gareshe-da-narmania-pertaias-tsinaaghmdeg
 

წინა სტატიამტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო
შემდეგი სტატია“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს ბრალი წარედგინა. გიორგი მაჭავარიანის მხარდამჭერთა და დაზარალებულთა აქციები პროკურატურასთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური