მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილი FRANSE 24 - ზე: ,,ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოსთან დაახლოებული ოლიგარქების...

მიხეილ სააკაშვილი FRANSE 24 – ზე: ,,ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოსთან დაახლოებული ოლიგარქების რევანშია”

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ხუთშაბათს France 24 – ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ეს ახსნა პრეზიდენტ პოროშენკოსა და მასთან დაახლოებული პირების მისწრაფებით ,,თავიდან მოიშოროს იგი’’ –  ამ სათაურით აქვეყნებს France 24 მიხეილ სააკაშვილთან საუბრის შინაარსს ბეჭდურ ვერსიაში  თანდართული ვიდეოჩანაწერით.  
 
აწ უკვე მოქალაქეობის გარეშე
 
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც  უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ოფიციალურ კიევს ეროვნული პოლიტიკური სცენიდან მისი გაყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. 
 
,,გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ჩემგან თავის დასაღწევად იქნა მიღებული.  ეს პოროშენკოსთან დაახლოებული ოლიგარქების შურისძიებაა’’ – განაცხადა მან ხუთშაბათს, 27 ივლისს France 24 – თან ინტერვიუში შეერთებული შტატებიდან.
 
ყოფილმა ლიდერმა თავისი მოქალაქეობის კონფისკაციის შესახებ კიევის განცხადებიდან შეიტყო.  განცხადებაში ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზად  დასახელებულია ის, რომ ( ვციტირებთ – France 24 ), ,,მან 2015 წელს უკარინის მოქალაქეობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას არათუ გაყალბებული დოკუმენტები დაურთო, არ შეატყობინა იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც  თბილისში ჰქონდა წაყენებული’’ 
 
,,ეს სასაცილოა –  განუცხადა სააკაშვილმა  France 24 -ს – არავის მსოფლიოში, ინტერპოლს, ყველა ქვეყანას უკრაინის ჩათვლით არ გაუზიარებია  ეს ბრალდებები( საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან). უკრაინის პროკურატურამ ორჯერ ოფიციალურად უარყო ეს ბრალდებები, როგორც  პოლიტიკურად მოტივირებული’’
 
სააკაშვილის თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა მოყვა შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტსა და ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელიც გაზის გიგანტის ,,გაზპრომის’’ ძირითადი აქციონერია.
მაგრამ სააკაშვილი  ამაზე გაჩერებას არ აპირებს ,, მე განზრახული მაქვს დავბრუნდე უკრაინაში. პეტრო პოროშენკო კორუფციის სენით არის შეპყრობილი, იგი კორუფციონერებთან არის შეკრული. მე გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას … ჩემი გეგმაა დავბრუნდე უკრაინაში და ვიბრძოლო ჩემს პარტიასთან ერთად.
 
დაბრუნება შეუძლებელია
 
პრეზიდენტმა პ. პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის 2015 წელს მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევით თეორიულად გაუხსნა გზა მის ექსტრადიციას სამშობლოში . უკრაინის სახელნწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება შეუძლებელს ხდის ქართველი ექსპრეზიდენტის დაბრუნებას უკრაინაში – მიაჩნია  პრეზიდენტის პარტიის უკრაინელ წევრს სერგუი ლეშჩენკოს. 
 
ქარიზმატული რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ს ხელისუფლების სათავეში მოვიდა 2003 წელს ,,ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ და მრავალ გამარჯვებამდე მიიყვანა ქვეყანა თავისი მმართველობის   ათი წლის მანძილზე. მოწინააღმდეგეები მას აკრიტიკებენ ავტორიტარული სტილისთვის დაგანსაკუთრებით რუსეთთტან 2008 წლის კატასტროფული ომისთვის. დრეს იგი იდევნება თავისი ქვეყნის მართლმსაჯულების მიერ ,,ხერლისუფლბის ბოროტადგამოყენების ბრალდებით’’, რასაც იგი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.  
სააკაშვილმა გვერდით ედგა მაიდნის მოძრაობას , რომლის კვალდაკვალ , 2014 წელს   უკრაინის სათავეში   პროდასავლური ხელისუფლება  მოვიდა.  ამის შემდეგ, 2015 წლის მაისში  მას მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის წინ.
ახლა კი მას ეს მოქალაქეობა ჩამოართვეს.
 
Texte par FRANCE 24
 France 24 | Mikheïl Saakachvili se trouve actuellement à New York.
 
 
 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...