მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი: "მე არავის დახმარებას არ ვეძებ"

სააკაშვილი: “მე არავის დახმარებას არ ვეძებ”

Published on

მე არავის დახმარებას არ ვეძებ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა  მიხეილ სააკაშვილმა დღეს CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
 
 ასე უპასუხა მან წამყვანის კითხვას, ეძებს თუ არა ის დახმარებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან.
 
„მე აქ ჩემს ოჯახთან ჩამოვედი. ისინი აქ ცხოვრობენ, აშშ-ს მოქალაქეები არიან. ეს ბიძაჩემის ოჯახია.
 
უკრაინის მოქალაქეობა მე იმიტომ ჩამომართვეს, რომ კორუმპირებულ ოლიგარქებს აღვუდექი. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მოქალაქეობა მომანიჭა და მე ამას დავეთანხმე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მას სურდა რეფორმების ჩატარება.
 
რეფორმები საჭირო იყო, რათა უკრაინა უფრო მდგრადი გამხდარიყო რუსეთის წნეხის წინაშე. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია: ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის გათელვა. აქედან გამომდინარე, მე ოპონენტი გავხდი.
 
ჩემთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად უკანონოდ ჩამორთმევით, პოროშენკომ თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მოიშორა.
 
უკრაინელი ხალხი მოიგებს ამ ომს. ისინი შეაკავებენ რუსეთს, ისინი აიღებენ დასავლურ კურსს, მაგრამ საამისოდ მათ უნდა ჩამოიშორონ საბჭოთა სტილის ოლიგარქები“ – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...