მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: გამოკითხულთა 60%-ს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ სმენია

NDI: გამოკითხულთა 60%-ს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ სმენია

Published on

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60%-ს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ სმენია. გამოკითხულ ადამიანებს შორის  32%-მა აღნიშნული ცვლილებების შესახებ იცის.  კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანთა უმრავლესობა (59%), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე.
 
კვლევის მიხედვით, გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2% დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს, 89% არ დასწრებია.
 
ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; გამოკითხულთა 47%-ის აზრით ნაწილობრივ ასახავს, 32%-ის თქმით კი – საერთოდ არ ასახავს.
 
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები გაასაჯაროვა.
 
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...