მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოკლე ჩართვა და მეისრეები'' ამ შემთხვევაში არ გამოდგება. რუსთავი 2 გაცილებით...

,,მოკლე ჩართვა და მეისრეები” ამ შემთხვევაში არ გამოდგება. რუსთავი 2 გაცილებით მეტია, ვიდრე ვისიმე ბიზნეს ინტერესების ობიექტი

Published on

, , რუსთავი 2 – ის ''  შენობაში ხანძრის კერა ლოკალიზებულია, ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებში გაჩნდა ცეცხლი, მაგრამ ერთი რამ უკვე აქედანვე შეიძლება ითქვას – ეს ხანძარი ვერ ჩაჯდება იმ ხანძრების გრძელ ჯაჭვში, რომელიც მავანთა ბიზნესინტერესებს უკავშირდება , რადგან ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის წინააღმდეგ  ხელისუფლების პერმანენტული იერიშების შემდეგ გაჩენილი ნაპერწკალიც კი ავტომატურად ასოცირდება  დივერსიასთან და აქ საქმის დაყვანა სახანძრო უსაფრთხების დარღვევამდე რომელიმე მუშის მხრიდან ან თუნდაც ვინმე ქიბარ ხალვაშის ბიზნესინტერესებამდე და მისი გამოყვანა მეისრის როლში, არ გამოვა.
 
ხანძარი რუსთავი 2 – ის შენობაში ჩაქრობისკენ მიდის, მაგრამ სოციალურ ქსელში იგი სულ უფრო ძლიერდება  და არ არის გამორიცხული ეს შემთხვევა იქცეს კატალიზატორად ხალხში დაგროვილი საპროტესტო განწყობებისა  ხელისუფლების მიმართ, რომელიც ქვეყანას წარსულისკენ ექაჩება.
 
სოციალურ ქსელში წამყვან ,,მემორისად''იქცა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარი დავით უსფაშვილის  სიტყვები, რომლითაც მან 15 მარტს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა: 
 
,,მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...