იური კასიანოვი: სააკაშვილს კარებისკენ მიუთითეს, და რას მიზამენ ამის შემდეგ მე და თქვენ ყველას?

0
415
იანუკოვიჩისთვის მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ,  არც ზახარენკოსა და პლოტნიცკისთვის, სააკაშვილს კი კარებისკენ მიუთითეს, და რას მიზამენ ამის შემდეგ მე და თქვენ ყველას? – წერს იური კასიანოვი, მაიდნის თავადაცვის მონაწილე, ატოს – მებრძოლი , რომელიც რადიკალურ ოპოზიციაშია პრეზიდენტ პოროშენკოსთან და, როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად სწორედ  ამ ნიადაგზე გაურთულდა  ურთიერთობები მიხეილ სააკაშვილთან.
კასიანოვის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაზე პირველ რიგში საყურადღებოა იმით, რომ  გვიჩვენებს, როგორია რეაქცია უკრაინის სოციუმის  იმ სექტორშიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილს ვერ უწოდებ. ოპონენტის  ჩამოშორებას  ამ მეთოდით  პოროშენკოს უღირს საქციელად და ქვეყნის საზიანოდ აფასებენ ისინიც კი, რადგან თვლიან, რომ პოროშენკომ გადაკვეთა წითელი ხაზი, რაც არავის უქადის სიკეთეს, თვით მის მომხრეებსაც კი, რადგან დემოკრატიისა და კინსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.  სამწუხაროდ ის, რაც ელემენტარული ჭეშმარიტებაა იური კასიანოვისთის, სრულიად გაუგებარია სუბარებისთვის, რომელნიც პრეზიდენტის მატროსოვის ციხეში ნახვაზე ოცნებობენ.  
 
,,როგორც მასმედია იუწყება,  პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ასე სულმდაბლად და ვერაგულად, კალმის ერთი მოსმით  მოიშორა ოპონენტი. ისე,  როგორც ოდესღაც სტალინმა წაართვა მოქალაქეობა ტროცკის ჩაქუჩის ერთი დარტყმით… –წერს იური კასიანოვი . მე არანაირი სიმპათიები არა მაქვს მიხელი ნიკოლოზოვიჩის მიმართ, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ გააფთრებით მებრძოდა, რადგან  პეტრო ალექსეევიჩს დავუპირისპირდი. … თანაგრძნობაც კი არა მაქვს მის მიმართ. მაგრამ ერთი დავფიქრდეთ: იანუკოვიჩისთვის მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ,  არც ზახარენკოსა და პლოტნიცკისთვის, სააკაშვილს კი კარებისკენ მიუთითეს, და რას მიზამენ ამის შემდეგ მე და თქვენ ყველას?
 
საბჭოთა გებისტური ოლიგარქიული რეჟიმი ენას არ მოუჩლექს მათ, ვინც მშვიდად ცხოვრების საშველს არ აძლევს…
 
სააკაშვილის სანუგეშოდ კი – აი, სია ცნობილი ადამიანებისა, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მოქლაქეობა ჩამოართვეს: 
 
ისტორიკოსი ჟორექს მედვედევი – 1973 წ.
მწერალი ანდრეი სოლჟენიცინი – 1974 წ.
გალინა ვიშნევსკაია ( მომღერალი) და მსტისლავ როსტროპოვიჩი ( ვიოლონჩელისტი, დირიჟორი) – 1978 წ. 
მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოი – 1978წ.
მწერალი ვასილი აქსიონოვი – 1980წ.
მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი – 1981 წ.
მსახიობის და რეჟისორი იური ლიუბიმოვი – 1984 წ.
მეცნიერი და სამართალდამცველი იური ორლოვი – 1986 წ.
პოეტი ირინა რატუშინსკაია – 1987 წ.''
 
 
 
წინა სტატიანოდარ მელაძე: “ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიკაციების ქსელი. არა მგონია ზარალი იყოს ცოტა”
შემდეგი სტატია,,მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები”- აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური