,,ირმას მეგობარი” ირაკლი ლატარია ყოფილ თანაპარტიელს გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს

0
465
"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრის, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი ლატარიას ფეისბუქპოსტები არაერთხელ მოხვედრილა   სოციალური ქსელის თემატიკის მიმოხილვებში, რომელსაც ქართული მედიასაშუალებები პერმანენტულად მიმართავენ, მაგრამ მისმა დღევანდელმა პოსტმა  მისი წინა ჩანაწერების კითხვადობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაუსწრო.  
 
ამჯერად იგი პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს:  
 
"მე მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგის ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!
(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ…
 
ირაკლი ლატარია "წერს, რომ შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა აქამდე მისი გახმაურებისგან მეუღლის ორსულობის გამო იკავებდა თავს, რადგან   ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა". 
 
,,ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი "სასტავი" ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეოებეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი – მერაბიშვილის ზონდერი. 
მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!
…9 თვე, ყველაფერი გავაკეთე რომ ჩემს ცოლს არ ენერვიულა, რადგან არ მინდოდა ორსული ადამიანის პრობლემები!!! 9 თვე, რაც მე  გადავყლაპე და ჩავიკალი,… 37 წლის განმავლობაში ამის მეასედი არ გამიკეთებია!!!
ახლა, რახან ჩემი ელენე გაჩნდა და ყველაფერი კარგად არის, თბილისიდან დაწყებული, მცხეთის გავლით და ბათუმში დამთავრებული, ვინც კი რაიმე არაკაცობა ჩაიდინა და თან იბლატავა, ვინც კი მომიტაცა, მაწამა, სააკაშვილის დრო გამახსენა და ბევრად უარესად მომექცა, ყველას სათითაოდ მივხედავ – ზოგს პოლიტიკურად, ზოგს დავხვდები და ისე დავაგდებ, ზოგს კიდევ – სამართალდამცავდები მიხედავენ!!!
არასოდეს შემირჩენია არავისთვის ის, რაც ვიღაცეების გამო გადავყლაპე და ახლა, მე ვარ უმართავი და ყველაფერზე წავალ, რათა ყველა დაისაჯოს კანონიერად, ზოგიც კი – უბრალოდ გამოემშვიდობონ ამ ქვეყანას!" – წერს ირაკლი ლატარია 
 
პასუხს კითხვაზე, თუ რა სტატუსი ქონდა ირაკლი ლატარიას ,,პატრიოტთა ალიანსში'', რომელიც შესაძლოა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აღიძრას, და იმაზეც, თუ რატომ ახსენებს წამდაუწუმ წინამორბედი ხელისუფლების ,,პრაქტიკას'' , იპოვით მის ერთერთ ადრინდელ პოსტში: 

,, ხო მართლა, ხშირად მეკითხებოდნენმ რა სტატუსი გაქვს ალიანსშიო? ახლა შემიძლია გითხრათ ჩემი სტატუსი: ირმას მეგობარი  (რომელიც ბევრმა ვერც აიტანა)“
აგინებთ ირმას? მე მაგინებთ. ებრძვით ირმას? მე მებრძვით. მე, ირმა ინაშვილით მიყვარს პატრიოტთა ალიანსი და დანარჩენი პოლიტიკა მეორეხარისხოვანია!!! მაგიტომაც არ ვარ მე პოლიტიკოსი, რადგან შემიძლია მეგობრობა და მე თუ მკითხავთ, ირმაც არ არის ,,ტიპიური ქართველი" პოლიტიკოსი, რადგან მას მეგობრობას ბევრად ეფასება ვიდრე სხვა – რამ!!!!''
 
 
 
 

 
 
 

წინა სტატიაგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური