მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ლატარიას ბრალდებებს მისი გატაცებისა და წამების შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსში'' კატეგორიულად...

ირაკლი ლატარიას ბრალდებებს მისი გატაცებისა და წამების შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსში” კატეგორიულად უარყოფენ

Published on

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია  ამავე პარტიის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი ლატარიას მძიმე ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას აპირებს.
 
ირაკლი ლატარია, გიორგი ლომიას წამებაში ადანაშაულებს. ირაკლი ლატარიას განცხადებით, 2016 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში კი სკამზე დაბმული გიორგი ლომიამ სცემა. მიზეზი სოციალურ ქსელში "პატრიოთა ალიანსის" წევრების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო, რომლის შინაარსსაც ირაკლი ლატარია კატეგორიულად უარყოფს. 
 
"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილმა წევრმა, პროკურატურას სარჩელით უკვე მიმართა. გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცესები მართულია, თუმცა, ვინ მართავს ამ პროცესებს, მისთვის ჯერ უცნობია.
 
„როგორც თქვენ არ იცნობთ, ჟურნალისტები, ასევე არ იცნობს მას 99,9% საქართველოს მოსახლეობის. დღეს ყველა არის დაკავებული იმით, რომ საკუთარ თავზე უნდათ, რომ მიიქციონ ყურადღება. ჩვენ შევიტანთ სარჩელს ცილისწამებისთვის, რასაკვირველია, მაგრამ საქმე არის იმაში, რომ როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი უნდა არსებობდეს. გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ ეს არის მართული პროცესი და უბრალოდ, ვცდილობ დავადგინო, თუ ვის მიერ არის მართული,“ – განაცხადა გიორგი ლომიამ.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ლატარიას ბრალდებები უსაფუძვლოა ეს „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. მისი თქმით, მსგავსი ცილისწამების მცდელობა ადრეც იყო.
 
„ირაკლი ლატარიას არავინ არ ემუქრებოდა, არც მომავალში არ დაემუქრება. არავითარი ინტერესი, მოტივაცია, არ ჰქონდა და არც არასდროს არ ექნება გიორგი ლომიას, რომ დაემუქროს ირაკლი ლატარიას ან ვინმე სხვას. აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენ გამოძიებასთან,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 
მისი თქმით, ირაკლი ლატარიას ამ ცილისწამების დასაბუთება მოუწევს.
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...