მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

Published on

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ორ ძირითად საკითხს შეეხო – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და რამდენიმე თვის წინ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს გატაცებული მამა-შვილის – არჩიკო და პაატა როგავების საკითხს. ქემოკლიძის ინფორმაციით, ოთხოზორიას საქმეში მოცემულობა არ შეცვლილა.
 
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან ახლოს გატაცებული მამა-შვილის – არჩიკო და პაატა როგავების საქმეს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლოს გაიმართება ე.წ აფხაზური სასამართლო, სადაც მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.
 
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 17 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....