დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

0
414
სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი  იმყოფებიან გაუსაძლის მდგომარეობაში და საცხოვრებელი ფართით მხოლოდ იმიტომ არ დააკმაყოფილეს, რომ თანხის გადახდა ვერ შეძლეს, დევნილები კორუფციის ფაქტებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც საუბრობენ .
 
17 ივლისს დევნილთა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში წარმოადგინა, ანგარიშში გათვალისწინებულია ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითავლისწინონ დევნილების ბინათუზრუნველყოფის პროცესებში, მათი თქმით პრიორიტეტული უნდა იყოს ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნგრევად შენობებში და მათ სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ზედაეწერის დევნილთა დასახლებაში დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს, მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ხოლო შენობა ნგრევის პირასაა.
 
ივეტა ხუბულავა მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ზედაეწერის ბაღის შენობაში , ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობს, მისი სოციალური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ  მიუხედავად ამისა, მეზობლების მსგავსად მანაც ვერ მიიღო საცხოვრებელი ფართი.
,,მეუღლე გარდამეცვალა და ექვს შვილს მარტო ვზრდი. მაქვს გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები, შვილებს ვარჩენ სოციალური დახმარებით, რომელიც ოდნავადაც ვერ  პასუხობს საარსებო მინიმუმს. ერთადერთი დამატებითი შემოსავალი მაქვს სეზონური სასოფლო სამეურნეო სამუშაოების დროს, არანაირ საქმეს არ გავურბი – დაქირავებულ მუშად ვმუშაობ ყანაში თუ  თხილის პლანტაციაში. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, შეკედლებული ვართ ძალიან მცირე ფართის ბინაში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.  მრავალი წელია დახმარებას გვპირდებიან ( არჩევნების დროს), მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება. ივეტა ხუბულავას ვერ აუხსნია მიზეზი,სხვა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ექვსშვილიანი მარტოხელა დედის ოჯახი, რომ დევნილთათვის განკუთვნილ შენობებში  ბინა მიიღოს. 
 
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა კორუფციის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით,  ბინების განაწილება განსაზღვრული  კრიტერიუმებით ხდება და ვინაიდან არსებული შესაძლებლობები  აღემატება  იმ ოჯახების რაოდენობას, რომელთაც ასევე სრული უფლება აქვთ მოითხოვდნენ ბინებით დაკმაყოფილებას, ბევრი ამ ეტაპზე უბინაოდ რჩება.
 
მსგავსი პასუხები ვერ აქარწყლებს დევნილთა ეჭვებსა და ვარაუდებს, რომ საქმე გვაქვს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროს მხრიდან კორუფციულ გარიგებებში, რადგან საკმარისზე მეტია  მაგალითები იმისა, რომ ბინებით დაკმაყოფილებულთა შორის არიან ისეთი ოჯახებიც, რომელთა მდგომარეობა ამ კრიტერიუმებისგან სრულიად განსხვავებულია. 
  
წინა სტატია,,ირმას მეგობარი” ირაკლი ლატარია ყოფილ თანაპარტიელს გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური