მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშსს საოკუპაციო ზოლზე მოქალაქეთა პატრულირებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს, დავით ქაცარავა უკან დახევას...

შსს საოკუპაციო ზოლზე მოქალაქეთა პატრულირებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს, დავით ქაცარავა უკან დახევას არ აპირებს

Published on

,,საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება'' – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში  ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დაწყებასთან დაკავშირებით.  
 
"ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.
 
შეგახსენებთ, ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზთან დღეს სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. უკვე გამოსულია პატრულირებაზე პირველი 3-კაციანი ჯგუფი. ცნობილია რომ პატრულირება იქნება მუდმივი.
 
სამოქალაქო პატრულირების ინიციატორის, დავით ქაცარავას განმარტებით, ოკუპაციის შეჩერების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ შესაძლოა ისინი რუსეთის ჯარების სამიზნეები გახდნენ, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.
'
 
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...