მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხედრო წვრთნები ცხინვალში - რისთვის ემზადება რუსეთი?

სამხედრო წვრთნები ცხინვალში – რისთვის ემზადება რუსეთი?

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ „რუსეთი ამზადებს თავის სამხედრო კორპუსს, რომელიც ახლა არის ცხინვალში.
 
მისი თქმით, რუსეთი საკუთარ ზრახვებს არც მალავს და ნათელ მესიჯებს უგზავნის ამ წვრთნებით როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს. 
 
„რუსეთს აქვს ინტერესი და ეს უკვე არის არა მარტო საქართველო, ეს ინტერესი არის ირანი. რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს მესიჯი არის აზერბაიჯანისთვის, ეს წვრთნები, ირანისთვის ისინი არ მალავენ, რომ აინტერესებთ დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთში „გიუმრის“ ბაზაზე გასასვლელად. ამისთვის ისინი ემზადებიან და არც მალავენ. მე მგონი, ერთადერთი, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას არ ხედავს, ეს არის ჩვენი მთავრობა,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
 
მისი აზრით, დღევანდელი სიტუაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან 2012 წლის შემდეგ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო ბერკეტები დაკარგა.
 
„ყველაფერი, რაც ხდება, ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება, ეს წვრთნები, ეს არის შედეგი „ქართული ოცნების პოლიტიკის. რუსეთი გეგმაზომიერად აკეთებს იმას, რაც უნდა,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
 
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. 58-ე არმიის სწავლებაში, საერთო ჯამში, 16 ათასი ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებაში ვარჯიშობენ. წვრთნა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მიზანი კი ყველა სამხედრო ნაწილისთვის საბრძოლო მზადყოფნის საერთო წესების შემუშავებაა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გარდა, მანევრები ჩრდილო კავკასიის რეგიონშიც მიმდინარეობს.
 
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს 2008 წელს დადებული შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...