მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელის საიმიგრაციო სამსახური ქვეყანაში არალეგალურად მყოფ ქართველებს საქართველოში ნებაყოფლობით და ღირსეულ...

ისრაელის საიმიგრაციო სამსახური ქვეყანაში არალეგალურად მყოფ ქართველებს საქართველოში ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებაში დაეხმარება

Published on

ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის მთავრობა  შესაძლებლობას აძლევს ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში. 
 
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში   არალეგალურად იმყოფებიან ან მოითხოვეს თავშესაფარი და  საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება სურთ,  გაეწევათ შესაბამისი დახმარება – ნათქვამია ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივ განცხადებაში.
 
 იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში,  შინ  გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;
 
ამასთან მათ  ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით. ამ ვადის   გასვლის შემდეგ კი შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს, როგორც ტურისტები შესაბამისი ვიზით ან  შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;
 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ რეინტეგრაციის პროგრამებში“,- ნათქვამია განცხადებაში. 
 
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა დღეიდან, 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი, ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...