ჩვენი დროის პარადოქსები – აფხაზი სეპარატისტები ქართველებს და საკუთარ თავს დადიანების დროშით ებრძვიან. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

0
429
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო  დროშის დღეს აღნიშნავენ .
წელს ამ თარიღს მიეძღვნა სახელმწიფო მუზეუმის სკვერში მოწყობილი გამოფენა ,, აფხაზური დროშის ქრონიკა'', სადაც ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ამ ქართული  სამთავროსა და დღეს, მათი აზრით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშის ნიმუშები XIY საუკუნიდან დღემდე.
რას წარმოადგენს დღევანდელი აფხაზეთის სახელმწიფო დროშა და ვის სიმბოლიკას ითვისებენ სეპარატისტები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო იმ ხალხთან , მათ შორის იმ  ძველ აფხაზებთან,  ვინც ქმნიდა მას? 
ჩვენი დროის პარადოქსები – აფხაზი სეპარატისტები ქართველებს და საკუთარ თავს დადიანების დროშით ებრძვიან 
 
 
აფხაზეთის დღევანდელი ,,სახელმწიფო დროშა'' დამტკიცდა 1992 წლის 23 ივლისს , როგორც კი შეწყდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა 1925 წლის კონსტიტუცია. ცალკე საკითხია, რომ ამის შესაძლებლობა სეპარატისტებს მისცა საქართველოს სათავეში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული სამხედრო საბჭოს წინდაუხედავმა ნაბიჯმა, როცა მათ დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გაფრთხილების მიუხედავად შეცვალეს საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და ამ მანევრირების შესაძლებლობა მისცეს აფხაზებს. 
 
აფხაზი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენადი ალამია, რომელიც ამჟამად აფხაზურ- აბაზური საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეა აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი დროშა გაჩნდა ზუსტად საჭირო დროს და ვითარებაში, და გადაიქცა აფხაზთა  ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ. ეს იყო დრო, როცა აფხაზეთის პარალმენტში ჩვენტან ერთად იყვნენ ქართველი დეპუტატებიც. უნდა გენახათ რა სახეები ჰქონდათ ადამიანებს, როცა ეს დროშა გამოჩნდა დარბაზში – იმ დღეს ადამიანების  ცნობიერებაში დიდი გარდატეხა მოხდა. ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებს შეერყათ რწმენა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ხოლო თავად აფხაზების იმ ნაწილს, რომელსაც ნაკლებად სჯეროდა, რომ მივაღწევდით თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, იმედი და სიმტკიცე ჩაესახათ გულში’’ – წერს გენადი ალამია.
 
მისი თქმით, დროშის ესკიზის ავტორმა მხატვამა ვალერი გამგიამ შეძლო მასში ჩაექსოვა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ისტორია. ,,შემდგომში ეს პრინციპი დაედო საფუძვლად ჩვენს სახელმწიფო ჰიმნსაც . დღეს ჩვენს მიწაზე ამაყად ჟღერს «Шәнеибац, Аҧсныжәлар! Шәнеибац Аишьцәа, шәнеибац!’’ (წინ  ერთად ,აფხაზო ხალხო! წინ ერთად ,ძმებო!) . ეს  მოწოდება, ძალას აძლევდა აფხაზებს მტერთან ბრძოლაში სამამულო ომშიც ( ასე ეძახიან 90 – იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტს აფხაზები – ოდიში ნიუსი) .’’
მაინც ვისი სახელმწიფოებრიობის ისტორიას ინახავს ვალერი გამგიას და მის დამკვეთთა პლაგიატის ნაყოფი ?
 
ერთია სეპარატისტთა სურვილი და მეორე, რასაც უტყუარად მოწმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ( საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ) დაცული ისტორიული დოკუმენტები. 
ასე მაგალითად, ევროპელებმა, განსაკუთრებით გენუელებმა დატოვეს უამრავი წერილობითი და გრაფიკული (საზღვაო რუკები) დოკუმენტი, რომლებიც ნათლად გვიჩვენებენ, თუ ვის ეკუთვნოდა დღევანდელი სეპარატისტული აფხაზეთის დროშაზე გამოსახული სიმბოლოები-ხელის გაშლილი მტევანი და თეთრი და მწვანე ზოლები დროშაზე. 
 
 ეს გაშლილი ხელი რუკებზე საქართველოს მეფის ხელისუფლების გრაფიკული გამოხატულებაა, კერძოდ დადიანების ხელისუფლების სიმბოლო, რაც იგივე გენუური რუკების მინაწერიდან მტკიცდება. “საქართველოს დიდი მეფის მამულები”– აწერია 1314(1315) წლით შედგენილ რუკას, სადაც ვერცხლისფერი მარჯვენა სოხუმის გარდა, გაგრასთან და გონიოსთანაცაა გამოსახული,  ბუნებრივი,ა იმ დროს გონიო (Gonea) გაგრა (Cacari) და სოხუმი(sebastopolis) უშუალოდ მეფის სამფლობელოებად, ანუ დომენად მიიჩნეოდა. ეს ხელისგულის სიმბოლო მეორდება1385[1380 ] წლის გილერმო სოლერის პორტოლანზე , სოხუმის აღსანიშნავად, ანუ პრინც დადიანის რეზიდენციის ადგილას.
 
ასევე მცდარია მწვანე და თეთრი ზოლების დაკავშირება ისლამთან და ქრისტიანობასთან ან XX საუკუნის ჩრდილო კავკასიასთან, ორიგინალურ წყაროთა ერთი შეხედვაც ამსხვრებს ამ სეპარატისტულ  ვერსიას. თეთრი მწვანე ზოლებიანი დროშა შუასაუკუნეებში და მოგვიანებითაც დაფიქსირებულია  ხუთჯვრიან დროშასთან კომბინაციაში და  აღნიშნავს დიდ საერისთაოს,  რომელიც  პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მეფეს. ამ დროშით  რუკებზე მონიშნულია საერისთაო, რომელიც წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოში  დადიანის ხელისუფლების ქვეშ,  თუ ვინმეს აფხაზეთზე დადიანების მეფობაში და საერთოდ სამეფო ტიტულატურაში  ეჭვი ეპარება და არ ცნობს ევროპულ წყაროებს, როგორც დოკუმენტს, შეუძლია  ნახოს აღმოსავლეთსა და სამყაროს სხვა ნაწილებში დაცული წყაროები. მაგალითად,  XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ მუჰიბბი ღნიშნავს: ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი დავითი, რომელიც განაგებს თბილისში და დადიანი, რომელიც მართავს სოხუმს.
 
 

 

წინა სტატიაპრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება
შემდეგი სტატიაპანიკა ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში ,,ალიანსი’’ – მოვაჭრეებმა ანონიმისგან გაფრთხილება მიიღეს და თითქმის ერთი კვირაა ხანძრის მოლოდინში არიან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური