მთავარისიახლეებისაზოგადოებაC ჰეპატიტის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ზუგდიდსა და ქუთაისშია დაფიქსირებული

C ჰეპატიტის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ზუგდიდსა და ქუთაისშია დაფიქსირებული

Published on

საქართველოში  ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის დაწყებას მიეძღვნა დაიწყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის  პრესკონფერენციით, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მასშტაბსა და და მკურნალობის პირობებს მიეძღვნა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა ეს არ იცის. 
 
მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა. იმ 40 ათასიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, დაახლოებით 80%-მა იცოდა, რომ მათ C ჰეპატიტი ჰქონდათ, ხოლო 20 % კი სკრინინგის შედეგად გამოვავლინეთ.
კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ.ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და სწრაფი მარტივი ტესტით გაიგონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
 
მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ხარჯზე დაავადების სკრინინგი და მკურნალობა არის უფასო – სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ აფინანსებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკას და დაკვირვების ეტაპს, რომელიც უფასოა უმწეოთათვის, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში თანაგადახდის პრინციპით სახელმწიფო 30%-ს აფინანსებს. 
მანვე აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა.
საქართველოში ორი წლის პირველადი შედეგებით, მკურნალობის 98%-ში ჩვენ განკურნებადობის მაჩვენებელი გვაქვს. “,- დასძინა გამყრელიძემ.
 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ესემეს-შეტყობინებები დააგზავნეს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის. 
 
„ეს ადამიანები გახლავან ძირითადად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. ანუ, ეს გახლავთ ჯგუფი, სადაც ინფექციის, თითქმის 50%-ია კონცენტრირებული. SMS-ს შეტყობინებებში მითითებულია, თუ რა არის ჰეპატიტი და სად მივიდნენ სამკურნალოდ. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, თუ სად უნდა მივიდნენ ჰეპატიტების სკრინინგისთვის და სამკურნალოდ. ესემესები მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდება. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში უკვე გასულია მობილური თუ ჩვენი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები და მუშაობენ სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, კვირეულის ღონისძიებების მთავარი მესიჯი „C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა“, თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს. 

 
დღეს კვირეულის ფარგლებში ქუთაისში გაიმართა რეგიონული კონფერენცია    “მომავალი C გარეშე" ,  კონფერენციაზე  შეჯამდა კამპანიის მიმდინარეობა და  დაიგეგმა მომავალი ღონისძიებები.
 
როგორც რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადეს, კვლევების მიხედვით , დაავადების აქტიური ფორმის 150-300 შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანად პროგრამაში 50 000 ადამიანი ჩაერთო. C ჰეპატიტის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ქუთაისსა და ზუგდიდში დაფიქსირდა.

 

 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...