მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტერ-სეტრაკი ( დიახ, დიახ, სეტრაკი) : სომხები უნდა გაერთიანდნენ აფხაზეთის განვითარებისა და...

ტერ-სეტრაკი ( დიახ, დიახ, სეტრაკი) : სომხები უნდა გაერთიანდნენ აფხაზეთის განვითარებისა და აყვავებისათვის

Published on

აფხაზური მედია აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასლიერი ლიდერის, ტერ-სეტრაკ (აზნავურიანის) მიმართვას ავრცელებს:
 
,,მე მრავალი წლის განმავლობაში ვთესავ ჩემი მრევლის გულებში სიყვარულს მოძმისადმი და ვუხსნი მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სომხების გაერთიანება აფხაზეთის განვითარებისა და აყვავებისათვის. მე ჩემის მხრივ დიდად მადლობელი ვარ აფხაზი ხალხის, იმ მოცემული შესაძლებლობის გამო, რომლითაც ვცხოვრობ ერთ საერთო ოჯახში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის,  ძმებსა და დებს შორის.
 
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთთან სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს… აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტიც ხომ ლეგენდარული სომეხთა მეფის  აშოტ ერკატის ძმასთან, აბასთან წმინდა ქორწინებით იყო დაკავშირებული…
 
და დღეს, არავის შეუძლია თქვას, რომ აფხაზებმა ეს კავშირები დაარღვიეს… ამას მოწმობს სომხური ეკლესია აფხაზეთში, ათეულობით სომხური სკოლა, სომხური ტრადიციების და ფასეულობების დაფასება ამ ქვეყანაში.
 
ვიმედოვნებ ისტორიამ ასწავლა სომხებს იყვნენ მონოლითურნი და ერთიანნი… უმთავრესი პრიორიტი კი, უნდა იყოს თავად ხალხი, იმისათვის რომ გამოადგე იმ საზოგადოებას და იმ სახელმწიფოს სადაც შენ ცხოვრობ…
 
მე მინდა აფხაზეთი აყვავებული ვნახო… ამ ძლიერმა და მეომარმა ხალხმა, ჭეშმარიტად დაიმსახურა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის უფლება, აფხაზეთის რესპუბლიკის სახით,, –  აცხადებს ტერ-სეტრაკი.
 
აქვე დავძენთ, რომ   სომხური გვარების წინსართი   ,,ტერ '' ,,.ხოზიაინს''  ნიშნავს.  ეს განმარტება ჩვენი ძმების – აფხაზებისთვის იყოს. 
და კიდევ, ქართულ მედიაში ეს გვარი იხსენიება როგორც ტერ- სედრაქი, აფხაზურში – როგორც ტერ- სეტრაკი. ესეც ინფორმაციაა განსჯისთვის.
სურათზე:   ტერ- სეტრაკმა აგვისტოს ომის დღეებში  გაგრისა  და დრანდის  მონასტრებში ყარაბაღის სეპარატისტული დროშა ,,არწახი'' აფრიალა 
 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...