მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართველთა მარში'' ბოთლებს ისვრის და იგინება

,,ქართველთა მარში” ბოთლებს ისვრის და იგინება

Published on

მარჯანიშვილზე, რკინიგზელთა სახლთან,  სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილეები მივიდნენ, ვითარება დაძაბულია. სანდრო ბრეგაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ დაანონსებული კონტრაქცია აღარ გაიმართებოდა, თუმცა მოულოდნელად კვლავ აღმაშენებლის გამზირზე მიბრუნება გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 
 
ადგილზე ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეძახილები "მკვლელებო, მწამებლებო, ჯალათებო," და ე.წ. ქართველთა მარშის წევრები სამართალდამცველებს ბოთლებსა და ცოცხებს ესვრიან.
 
.ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლები აღმაშენებელზე დაახლოებით 2 საათის წინ გამოჩნდნენ, თუმცა ბრეგაძის განცხადებით, ეს იყვნენ ის პირები, ვისაც საპატრიარქოს განცხადებაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ  სათანადო განმარტების შემდეგ   აქციას აღარ ჩაატარებდნენ და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ. თიტქოს ასეც მოხდა, მაგრამ შემდეგ კვლავ გადაიფიქრეს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება აქციის გადადების შესახებ, რომლის მოტივად საპატრიარქოს განცხადება სახელდებოდა
 
შეგახსენებთ,დღეს ქართველთა მარშის ორგანიზატორები საპატრიარქოს წარმომადგენლებს სნოში შეხვდნენ, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს განცხადება, რომ  პატრიარქის მოწოდების თანახმად აქციას არ გამართავდნენ. მოგვიანებით საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და „ევროპული საქართველოსა“ და ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლების აქციის გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...