მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო - ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ კანონოპროექტზე, რომელიც ...

პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო – ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ კანონოპროექტზე, რომელიც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

Published on

პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. 
 
პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი ცვლილებების პროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო, ერთი მხრივ, შედგება პროპორცული წესით და თითოეული თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისაგან. ამასთან, იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 0000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ორი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით სამი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ოთხი წევრი აირჩევა, ხოლო იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული წესით აირჩევა ხუთი წევრი.
 
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შედეგად, ქალაქ თელავს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 19 000-ს შეადგენს, ეყოლება 3 მაჟორიტარი და თელავის თემის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირედით აღემატება 37 000-ს, ეყოლება 17 მაჟორიტარი დეპუტატი. შედეგად, ქალაქ თელავში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 6 200-ზე მეტ ამომრჩეველს, ხოლო თელავის თემში კი, 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 2 000 ამომრჩეველზე მეტს. 
 
”შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შემდეგ, მათი შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტში თემის შემადგენლობაში შემავალი ადმინისტრაციული ცენტრიდან 1, 2, 3, 4 ან თუნდაც 5 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა არ უზრუნველყოფს სამართლიან წარმომადგენლობას და კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას აჩენს ხმათა თანაბარწონადობის საკითხთან მიმართებაში”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში. 
 
შეგახსენებთ,  ჯამში, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი. 

სიახლეები

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...

ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმა შეწყვიტოს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე...

ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს. 13 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით,...

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...