მთავარისიახლეებისაზოგადოებამამა სერაფიმე (მგალობელი) პატრიარქის კურთხევით საქართველოდან მიდის: ,,მინდა ცოტა ხნით...

მამა სერაფიმე (მგალობელი) პატრიარქის კურთხევით საქართველოდან მიდის: ,,მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს. მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე ,,

Published on

ბერ-დიაკვანმა  მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა.მან ეს გადაწყვეტილება  "უცნობთან" დუეტის შემდეგ  მიიღო, რადგან ეს  სიმღერას, სახელწოდებით "აღსარება",  სოციალურ ქსელებში მწვავე  განხილვის თემად იქცა არა იმდენად თავად სიმღერის გამო, რამდენადაც იმის გამო, რომ მსგავსი პერფორმანსის გამართვა  ტაძარში უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
 
ბერ -დიაკვანი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ უწმინდესისგან აიღო ლოცვა-კურთხევა და სურს ცოტა ხნით გაერიდოს ამ ყველაფერს.
 
"მთელი გულით და სიყვარულით ყველას მოგმართავთ. მინდა ყველას შენდობა გთხოვოთ, ვისაც დაგაბრკოლებთ. მინდა ყველას დროებით დაგემშვიდობოთ. გუშინ ავიღე ლოცვა-კურთხევა უწმინდესისგან და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს. მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე და შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება, ამის დრო უკვე მოვიდა. არ მესმის ქილიკი და დაცინვა, გული დამწყდა როცა სასულიერო პირების კომენტარები წავიკითხე. შეეძლოთ მათ დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუმცა დაცინვაზე გული დამწყდა. თუ რამე დავაშავე მომმართე სიყვარულით და გამოვასწორებ, რისთვის არის ქილიკი და დაცინვა არ მესმის", – ამბობს  მამა სერაფიმე.
იგი  რომის პაპის ვიზიტის დროს სვეტიცხოველში შესრულებული გალობასაც  იხსენებს.
 
"ჯერ იყო და სვეტიცხოველში გალობის გამო იუდა მეძახეს, მერე იყო ლუჟოვის ვიზიტი და თურმე უნდა გამეგდო. ლექსი, რომელიც დაწერა გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც უწმინდესმა აღსარება დაარქვა, თურმე ანათემაზე ვარ ამის გამო გადასაცემი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ასეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს იგალობოს ადამიანმა და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ეკლესია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი", – აცხადებს მამა სერაფიმე ამასთან დასძენს, რომ  საქართველოში სავარაუდოდ, მარიამობის მარხვაში დაბრუნდება და "სავარაუდოდ იმ დროს ყველაფერი გადაწყდება"
 

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც უცნობმა (გია გაჩეჩილაძემ)ეკლესიაში ლექსი წაიკითხა, წირვა არ ჩაუტარებია.
 
 
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...