მთავარისიახლეებისაზოგადოებაცინიზმი, როგორც ასეთი: ”რუსთავი 2 -ის თავისუფალი ფუნქციონირება არის მაგალითი სახელმწიფოს ჯანსაღი...

ცინიზმი, როგორც ასეთი: ”რუსთავი 2 -ის თავისუფალი ფუნქციონირება არის მაგალითი სახელმწიფოს ჯანსაღი დამოკიდებულებისა მედიაპლურალიზმისადმი – აცხადებს მამუკა მდინარაძე

Published on

რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას  გუშინდელ პრესკონფერენციას ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოყვა.
 
,,როგორც ჩანს, გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან და ვერ ეგუება მდგომარეობას, როდესაც მედია დამოუკიდებელია და მისი პარტია ვერ აკონტროლებს – განაცხადა , ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.- . სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მედიაპლურალიზმისა და თავისუფალი ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია ”რუსთავი2”, რომელიც მიუხედავად უდიდესი საგადასახადო დავალიანებისა, დღემდე აგრძელებს თავისუფლად მუშაობას”
 
მდინარაძე  გვარამიას განცხადებებს ხელისუფლების მიერ  რუსთავი2 – ის არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენებისა და სხვა ტელეკომპანიების, პირველ რიგში ,,იმედის''  პრივილეგირების ღია მცდელობის შესახებ ჟურნალისტებზე იერიშის მიტანად და შეურაცხყოფად  აფასებს.
,,ნიკა გვარამია  ძველი ტრადიციისამებრ დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ჟურნალისტებზე და პესკონფერენციის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ტელევიზიის და ჟურნალისტების მძიმე შეურაცხყოფას მიუძღვნა.'' – აცხადებს მდინარაძე და   ცინიკურად ადასტურებს ,,უდიდეს პატივისცემას  თითოეული ჟურნალისტის, მათი პროფესიის, ზოგადად, თავისუფალი მედიის, მათ შორის  რუსთავი 2 ის  მიმართ,''   რომლის ფინანსური ბერკეტებით მოხრჩობის პროცესის მოწმეა მთელი ქვეყანა, მიუხედავად ამ კომპანიის მიმართ დამოკიდებულებისა.  
 
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს კომპნიას ბოლო, ფინანსური დარტყმა მიაყენოს, რითაც მაუწყებელი ფუნქციონირებას შეწყვეტს. გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება ამ გზით, მათი კანდიდატისთვის, საარჩევნოდ საინფორმაციო ველის გასუფთავებას ცდილობს.
 
 
 
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...