მთავარისიახლეებისაზოგადოებაისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ნიკა ბეგაძეს ეძებს

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ნიკა ბეგაძეს ეძებს

Published on

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს, ნიკა ბეგაძეს ეძებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს მოხდა. 
ისლანდიური მედიასაშუალება Rav-ის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა.  მეგობრის მანქანა, რომლითაც იგი ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზეა დაფიქსირებული,  ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. მანქანაში ნახეს მისი დამტვრეული მობილური ტელეფონიც. 
 
    პოლიცია აღნიშნულ საქმეს იძიებს როგორც უბედურ შემთხვევას და მოსახლეობას სთხოვს ინფორმაცია მოაწოდონ, თუ ვინმემ ნიკა ბეგაძე შემთხვევის ადგილას დაინახა  სამართალდამცველებმა გაავრცელეს აგრეთვე სათვალთვალო კამერების ცანაწერებიდან ამოღებული ფოტო, რომელზედაც ნიკა ბეგაძე შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრეა  დაფიქსირებული.
 
      ძებნის ოპერაცია ოთხშაბათს შეწყვიტეს.პოლიციის განცხადებით, სამაშველო ოპერაციას ჩანჩქერის რთული რელიეფური მდებარეობა, ვარდნის  სიმძლავრე და წყლის დაბალი ტემპერატურა აფერხებს. როგორც  პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის.
 
„შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს“, – განაცხადეს პოლიციაში. 
 
 ბეგაძის ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს.
ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძეს  არც პირადი და არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა. იგი კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი – პროგრამისტი იყო, ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. 
 
 

 
 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...