ბიძინა ივანიშვილი იუპიტერია და რუსთავი 2 – ხარი? რატომ დუმს შემოსავლების სამსახური ივანიშვილის გადასახადებზე, თუკი ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის?

0
354
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.
 
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. 
 
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს და ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანია აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოხდეს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მაუწყებელს მისი დაყადაღების გამო მიადგა. ”რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი სასამართლოს დასრულებამდე არხის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას დეკემბრის თვიდან ითხოვს. ნიკა გვარამია გასულ წელს აღნიშნავდა, რომ ტელეკომპანიას საგადასახადო დავალიანება აქვს და ყადაღის მოხსნის შემთხვევაში სამაუწყებლო კომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შეძლებდა.
 
რაც შეეხება ნიკა გვარამიას  "რუსთავი 2"  ოფიციალურ მოთხოვნას კონფედენციალობისდმი ამგვარი დამოკიდებულების პირობებში გასაჯაროვდეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია იგივე ფორმით, როგორც  გაითქვა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც მოსალოდნელი იყო,  დუმს.
 
რასთან გვაქვს საქმე: ის, რაც იუპიტერს ეპატიება, ხარს – არა?  
 
 
 
წინა სტატიაცინიზმი, როგორც ასეთი: ”რუსთავი 2 -ის თავისუფალი ფუნქციონირება არის მაგალითი სახელმწიფოს ჯანსაღი დამოკიდებულებისა მედიაპლურალიზმისადმი – აცხადებს მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიახვალ მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური