მთავარისიახლეებისამხედრო თემაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილისა და 76 ქართველი სამხედრო პირის საერთაშორისო...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილისა და 76 ქართველი სამხედრო პირის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას ითხოვს

Published on

 ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, გამოიყენოს ყველა  საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც მას აქვს, როგორც ინტერპოლის წევრ სახელმწიფოს,  და დააკავოს, ქართველი სამხედროები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ებრძოდა. – იუწყება  რუსთავი 2. –  საოკუპაციო რეჟიმის შავი სიაშია  76 ქართველი სამხედრო პირი. ამ 76 პირს შორის, რომელთა საერთაშორისო ძებნილებად გამოცხადებას ბიბილოვის რეჟიმი ითხოვს, რამდენიმე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირია, მათ შორის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
 
ქართველი სამხედროები, რომელებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ ამბობენ, რომ ჯარისკაცების დაცვის ბერკეტები ახლა საქართველოს მთავრობის ხელშია. თუმცა  გენერალი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ პერსონალურ მონაცემებს თბილისიდან აწვდიან.
იმას,  რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები აქვთ,  არც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უარყოფენ. 
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ  ქართველ სამხედროებს მოსკოვისგან საერთაშორისო თანამეგობრობა იცავს და სამინსტროს მათ დასაცავად ძალისხმევა არ სჭირდება.  
 
უშიშროების საბჭოს მდივანი  დავით რაქვიაშვილი მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს და ამბობს, რომ ყოფილი და მოქმედი სამხედროები სახელმწიფომ საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო დიპლომატიური და იურიდიული მეთოდით უნდა დაიცვას.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...