მთავარისიახლეებიეკონომიკასახელმწიფო კიდევ 15 000 ადამიანის ოჯახს ტოვებს ულუკმაპუროდ– არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“...

სახელმწიფო კიდევ 15 000 ადამიანის ოჯახს ტოვებს ულუკმაპუროდ– არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის პროექტის განხრციელება იწყება

Published on

არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებასთან დაკავშირებით წარდგენილი გეგმის ძალაში შესვლა იგეგმება – აცხადებს რასამთავრობო ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე .

მისივე თქმით, „პროექტს წარადგენს კომპანია, „სითი-ინსტიტუტი“, რომელ 2015 წლის  წლის ივნისში შეიქმნა დაამავე წლის სექტემბერში გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი გამოცდილების და თუნდაც, გამოცდილი ქვეკონტრაქტორის გარეშე, მიიღო პროექტი, რომელშიც არ არის წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური გათვლები, დასაბუთებები და არ არის დაფიქსირებული თანმიმდევრული გეგმაპროექტი.
 
„თბილისის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს ხეების გაჩეხვა პოტენციურ რეკრეაციულ ზონებში, მაგალითად იპოდრომის ტერიტორიაზე. არ ფიქსირდება რეკრეაციული ზონის შექმნის მცდელობა ბაზრობიდან 250 მეტრის მოშორებით, ე.წ. „მუშტაიდის ბაღში“, სამაგიეროდ, ყურადღების არეალში მოექცა რეგიონული მნიშვნელობის ბაზრობა, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 15000 ადამიანი, რომელთა 60% -ს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები წარმოადგენენ.
 
ამავე დროს, ბაზრობიდან სახელმწიფოს ხაზინაში ყოველწლიურად შედის 240 000 000 ლარი. გოგი სულაბერიძის მიერ წარმოდგენილ პროექტში დაფიქსირებული იყო მიზანშეწონილი გეგმა, რომლის თანახმადაც, ფართის მეპატრონეები თავად ააშენებდნენ თანამედროვე სავაჭრო ცენტრს.
 
აქ იქნებოდა ეტაპობრივად აშენებული 4-5-სართულიანი შენობები, გამწვანების ზონა შენობების სახურავებზე და გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. საყურადღებოა, რომ ბაზრობის ჭაობიანი და საშენი მასალის ნარჩენების ჩაყრით გამაგრებული ნიადაგი არ იყო მიჩნეული ხელსაყრელად რეკრეაციული ზონისათვის, თუმცა დღეს გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა სურათი და საინტერესოა, ვისი ინტერესები იჩენს ამის მიღმა თავს.
 
კიდევ ერთი დეტალი: სულაბერიძის პროექტის განხორციელება 100 000 000 ლარს საჭიროებდა. ამ პროექტში მონაწილეობას გეგმავდნენ ფართის მეპატრონეები, რაც სერიოზულ შეაღავათი იქნებოდა ბიუჯეტისათვის, მაშინ, როდესაც „ელიავას“ რეკრეაციულ ზონად გარდაქმნისათვის მხოლოდ მიწის შეტანა სახელმწიფოს 85 000 000 დაუჯდება. ფიქრობთ, მხოლოდ პრიორიტეების განუსაზღვრელობაშია აქ საქმე?
 
საგულისხმოა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე თბილისის მერია მზად არის, გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი, რათა დაამტკიცოს თავისი გეგმა, იმის მიუხედავად, რომ 15 000 ადამიანის ოჯახს ტოვებს ულუკმაპუროდ. გარდამავალ პერიოდში ასეთი პროექტის დამტკიცება გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემდგომი მოვლენები განვითარდება გადაბრალების რეჟიმშია და პასუხისმგებელი არ იქნება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება“ – აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...