მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია:,, ფინანსთა მინისტრმა გათქვა კონფიდენციალური ინფორმაცია და ამით ძალიან უხეშად...

ნიკა გვარამია:,, ფინანსთა მინისტრმა გათქვა კონფიდენციალური ინფორმაცია და ამით ძალიან უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ”

Published on

„ძალიან უხეშად იქნა დარღევული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ,"- ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყველა კომპანიამ გადასახადი უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტიანი გარემო იქნება.
„ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა, შემთხვევითი არაა, რომ "იმედის" ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" აპირებს, მიმართოს სასამართლოს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებს, რათა სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა.
 
გვარამიას თქმით, "რუსთავი 2-ს" გადასახადების გადახდის პრობლემა სახელმწიფოს გადაწყვეტილებების გამო შეექმნა. 
 
„თუ "რუსთავი 2-ის" ანგარიშებს დაედება საგადასახადო საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას და იმის მიღწევას, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ…„რუსთავი 2" ისევ საფრთხეშია, "რუსთავი 2-ს" ემუქრება საგადასახდო ყადაღა და ეთერის ჩაქრობა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
 
სამაუწყებლო კომპანიის დირექტორის თქმით, "რუსთავი 2" ოფიციალურად ითხოვს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის იგივე ფორმით გათქმას, როგორც "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მოხდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი არავითარ გადასახადს არ იხდის. მან ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებითაც ისაუბრა. 
 
„იმედი“ ბაბილონის გოდოლია, ყველა ტელევიზიიდან, მათ შორის "რუსთავი 2-დან" წასული და გადაბირებული ადამიანები იქ იმყოფებიან და გადაწყვიტა, დაკავდეს "რუსთავი 2-თან" არაკოლეგიალური კონკურენციით,"- აღნიშნა გვარამიამ. 
 
 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...