მთავარისიახლეებისაზოგადოება„კი არ დაიწვა, ჩვენი გაიქურდა და მერე დაწვეს ''- განაცხადეს ,,ბავშვთა...

„კი არ დაიწვა, ჩვენი გაიქურდა და მერე დაწვეს ”- განაცხადეს ,,ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან

Published on

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა, კვლავ მიყენებული ზარალის დროული კომპენსაციაა. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ აქციებს იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
 
„კი არ დაიწვა, ჩვენი გაიქურდა და მერე დაწვეს. როგორც გაქურდეს, მიზანმიმართულად და როგორც დაწვეს, ისე აგვინაზღაურონ ზარალი, თორემ ჩვენ შევაკვდებით ამას. უკან დასახევი გზა არ გვაქვს,“ – განაცხადა დაზარალებულმა მოვაჭრემ, ჯული ელიავამ.
 
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებთან ერთად, აქციაზე „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილიც იმყოფებოდა.
 
„მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, სანამ მათი პრობლემები არ მოგვარდება, ამ სიბინძურის ბუდეში, სადაც ბევრი სიბინძურე ხდება და სიბინძურე იგეგმება, არ მივცემთ უფლებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩაატაროს,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...