მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი რეგულაციით, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის სამედიცინო უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებს საქართველოში ექიმის...

ახალი რეგულაციით, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის სამედიცინო უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებს საქართველოში ექიმის ლიცენზიის მიღება ეზღუდებათ

Published on

ჯანდაცვის მინისტრის მიერ ორი კვირის წინდამტკიცებული  ახალი რეგულაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებს, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას უცხო ქვეყნებში იღებენ, საქართველოში ექიმის ლიცენზიის მიღება ეზღუდებათ.
 
დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდები სალიცენზიო გამოცდაზე დამატებითი კურსის გავლის გარეშე არ დაიშვებიან.
 
ცვლილება ძირითადად იმ რეზიდენტებს ეხებათ, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში იღებენ. საუბარი 500-მდე ახალგაზრდაზეა, რომლებიც საქართველოში დაბრუნებასა და აქ დასაქმებას გეგმავდნენ. 
 
მინისტრის ბრძანების შემდეგ ექიმის ლიცენზიის აღებამდე მათ დამატებით, თითქმის, ერთწლიანი სწავლა და შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ.
 
როგორც ამ უცხო ქვეყნების  სასწავლებლების  ქართველი სტუდენტები რუსთავი 2 –თან საუბარში აცახადებენ,  მინისტრის ეს ბრძანება  რომელიც   მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, აშკარად დისკრიმინაციულია. 
ჯანდაცვის სამინისტრო კი კანონის გადახედვას არ აპირებს. თუ სამინისტრო პოზიციას არ გადახედავს, შესაძლოა, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს. სტუდენტთა ნაწილმა  უკვე მიმართა იურისტებს.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...